მსოფლიო
Victoria’s Secret-ის ორსული „ანგელოზები“
2012-03-28 16:10:39
ჩამოტვირთვა
არც თუ ისე ცოტა ხნის წინ ცნობილო გახდა , რომ Victoria’s Secret-ის „ანგელოზი“სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო მეორე შვილს ელოდება. ცოტა ხნის წინ კი მოდის სახლის კიდევ ერთმა წამყვანმა მოდელმა, ადრიანა ლიმამ განაცხადა თავისი ორსულობის შესახებ.
სუპერმოდელის თქმით, ის პოდიუმის დატოვებას მშობიარობამდე არ აპირებს, შესაბამისად სამუშაო პროცესი მისი ორსულობის გამო არ დაბრკოლდება.
რაც შეეხება ლიმას ორსულობას, ამბროსიო ბედნიერია, რომ მათი ოჯახები თითქმის ერთდროულად გაფართოვდება.
"ცოტა ხნის წინ თურქეთში ვიყავი და ადრიანა იქ ვნახე, ძალიან კარგად გამოიყურებოდა, შეცვლილია. ძალიან მიხარია, რომ ერთსა და იმავე საქმეს ვემსახურებით და ახლა ოჯახის წევრებიც თითქმის ერთდროულად მოგვემატება", - აღნიშნა ამბროსიომ.
ალესანდრას თქმით, მისი და ადრიანას ქალიშვილები ანია და ვალენტინა მეგობრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს იშვიათად ხვდებიან ერთად ყოფნისას კარგად ერთობიან.
კომენტარები