მსოფლიო
The Twilight-რა ხდება ბოლო სერიაში?
2012-03-24 13:55:08
ჩამოტვირთვა
საქვეყნოდ ცნობილი ვამპირების ისტორია გრძელდება. თვაილაითის მორიგი სერიის პრემიერა 2012 წლის 14 ნომბერს დაგეგმილი, ფილმის ტრეილერის მცირე მონაკვეთი და მისი მოკლე შინაარსი კი ინტერნეტში უკვე გავრცელდა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით კულენების ოჯახი ვამპირად ქცეულ ბელას ახალი ცხოვრების დაწყებასა და საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარებიან. ბელასა და ედვარდის ახალშობილ ქალიშვილ რენესმეს კი თინეიჯერი გოგონების კერპი მაქცია ჯეიკობი მფარველობს. ფილმის გმირები მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ, მანამ სანამ რენესმეს არსებობა ვოლტურიების ძლევამოსილი კლანისთვის არ გახდება ცნობილი და ისინი კულინების ოჯახის განადგურებას არ გადაწყვეტენ. როგორ განვითარდება მოვლენები ვოლტურიებისა და კულინების დაპირისპირების შემდეგ ამას მაყურებელი 14 ნოემბერს შეიტყობს.
კომენტარები