მსოფლიო
რუსეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციის მძიმე პერიოდი იწყება
2012-03-15 13:32:58
ჩამოტვირთვა
რუსეთს უახლოესი 6 წლის განმავლობაში პოლიტიკური ტრანსფორმაციის მძიმე პერიოდი ელის, რომელმაც შესაძლოა პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს, - ამის შესახებ დასკვნას რუსეთის სტრატეგიული კვლევის ცენტრი აქვეყნებს.
ცენტრის ექსპერტების პროგნოზით, უახლოეს მომავალში პუტინი-მედვედევის ტანდემი დაიშლება. ვლადიმერ პუტინი რეიტინგს დაკარგავს, მედვედევს კი პრემიერობაზე მოუწევს უარის თქმა.
"გაღრმავდება ეკონომიკური კრიზისი, ხელისუფლებას გაცილებით რთული პრობლემები ექნება, ვიდრე მოსკოვში დაწყებული აქციები. 3 წელიწადში შესაძლოა სიტუაცია ისე დაიძაბოს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახდეს აუცილებელი, პუტინის რეიტინგი კი 10 პროცენტამდე დაეცემა",- ნათქვამია დასკვნაში.
ორგანიზაცია საკუთარ პროგნოზს რამდენიმე თვეში ერთხელ აქვეყნებს. გასული წლის შემოდგომაზე სწორედ სტრატეგიული კვლევის ცენტრმა მოამზადა პროგნოზი იმის შესახებ, რომ ზამთარში მოსკოვში მასობრივი გამოსვლები დაიწყებოდა.
კომენტარები