1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაკისტანში ბინ ლადენის სახლს ანგრევენ

ჩამოტვირთვა

პაკისტანში მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ტერორისტის სახლს ანგრევენ. ქვეყნის ხელისუფლების ბრძანებით, უკვე დაიწყეს იმ შენობის დაშლა, სადაც ოსამა ბინ ლადენი წლების განმავლობაში იმალებოდა. გასული წლის მაისში სწორედ ამ სახლში მოკლეს "ალ ქაიდას" ლიდერი. შეგახსენებთ რომ ბინ ლადენს მსოფლიო 10 წლის განმავლობაში ეძებდა. მის შესახებ ინფორმაციისთვის მილიონობით დოლარი ჯილდოს სახით იყო დაწესებული. საბოლოოდ ბინ ლადენი პაკისტანში, სამხედრო ბაზის ახლოს მდებარე გალავნიან სახლში იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები