მსოფლიო
რუსეთში ოპოზიციის ვებგვერდი დაბლოკეს
2012-02-21 12:37:14
ჩამოტვირთვა
ვებ-გვერდი “დიდი თეთრი რგოლი” რომელიც რუსეთის ოპოზციამ 26 თებერვალს დაგეგმილი აქციისთვის შექმნა დაბლოკილია. გავრცელებული ცნობით გვერდი სერვერი მფლობელმა კომპანიამ დახურა და მასზე არსებული ინფორმაცია სრულად წაშალა.
კომპანიამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გვერდი ჰაკერთა თავდასხმის ობიექტი რამდენჯერმე გახდა, რამაც საფრთხე მთლიანად სისტემას შეუქმნა. ვებ გვერდის მიზანი 26 თებევრალს დაგეგმილი მასშტაბურ ფლეშ მობთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება იყო.
კომენტარები