მსოფლიო
ევროვიზიაზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს
2012-02-20 13:24:43
ჩამოტვირთვა
ევროვიზია 2012-ზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს. ჟიურიმ და მაყურებელმა გამარჯვებული 9 კონკურსანტს შორის გამოავლინა.
შიდა შესარჩევ ფინალურ ტურს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ხმის მიცემის პროცედურა ცხრავე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყო და 15 წუთს გასტანა.
რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები ბაქოში 22 და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება.
კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. ანრი ჯოხაძე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.
კომენტარები