მსოფლიო
”ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონია Kodak-ში აღარ გაიმართება
2012-01-06 15:17:49
ჩამოტვირთვა
ამერიკული კინოაკადამია "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრ Kodak-იდან შესაძლოა, სხვა დარბაზში გადაიტანონ.
კონოაკადემიის პრეზიდენტმა ტომ შერაკმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მხოლოდ ცერემონიის ჩატარების ადგილის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ კინოაკადემიკოსები Kodak-ზე აუცილებლად უარს იტყვიან.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრ Kodak-ში 2002 წლიდან ტარდება. გრძელვადიან კონტრაქტში, რომელსაც კინოაკადემია კინოთეატრების მფლობელებთან აფორმებს, წერია, რომ 10 წლის გასვლის შემდეგ ორგანიზაციას შეთანხმების გაწყვეტა და ცერემონიის ჩატარებისთვის სხვა ადგილის მოძებნა შეუძლია.
გავრცელდა ხმები, რომ Kodak-ს ფინანსური პრობლემები აქვს. კინოთეატრმა გაკოტრების შესახებ ხმები უარყო, თუმცა აღიარა, რომ პრობლემები მართლაც აქვს და მათ გადასაწყვეტად საინვესტიციო ბანკს მიმართა.
კომენტარები