მსოფლიო
„ტუტანხამონის წყევლის“ 20-მდე მსხვერპლი სინამდვილეში სატანისტმა ალისტერ კროულმა მოკლა
2011-11-10 16:54:00
ჩამოტვირთვა
1920–1930 წლები.... ბრიტანეთი პანიკამ მოიცვა..... მოსახლეობა გაურკვევლობაშია.... „ტუტანხამონის“ არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები საეჭვო ვითარებაში კვდებიან.... ყველა სიკვდილი მოულოდნელობითა და ეჭვითაა სავსე.....
20–ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც 1923 წელს ლუკსერში ტუტანხამონის საფლავი გახსნა, მალევე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ექვსი მათგანი ლონდონში დაიღუპა. სწორედ მაშინ გაჩნდა მოსაზრება, რომ მათი გარდაცვალება „ტუტანხამონის წყევლას“ უკავშირდებოდა. ეგვიპტური გადმოცემის თანახმად საფლავი ხელშეუხებელი უნდა დარჩენილიყო.
საიდუმლოს და შიშს, რომელმაც ბრიტანეთი მთელი ათი წლით მოიცვა, სულ ცოტახნის წინ ისტორიკოსმა მარკ ბეინონმა ფარდა ახადა... ბრიტანეთის მოსახლეობა კიდევ უფრო გაოცდა... ისტორიკოსის მტკიცებით მკვლელობები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში დღემდე არ ავიწყდებათ ცნობილი სატანისტის ალისტერ კროუელის სახელს უკავშირდება. აქამდე უცნობ მასალებზე დაყრდნობით, ბეინონმა განაცხადა რომ კროულიმ ტუტანხამონის საფლავის შეურაწყოფის გამო შური იძია. სატანისტური წესებიდან გამომდინარე, იგი თვლიდა, რომ არქეოლოგიური გათხრები ასეთ წმინდა ადგილზე არ უნდა ჩატარებულიყო.
ეგვიპტელების გადმოცემა საფლავის ხელშეუხებლობის შესახებ–იცოდა ჰოვარდ კარტერმა, რომელმაც 20 კაციან ჯგუფთან ერთად ეგვიპტეში დიდი ექსპედიცია ჩაატარა და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოიძია, თუმცა რის ფასად?
სულ ცოტა ხნის შემდეგ ბრიტანეთში ექსპედიციის წევრების უცანურ ვითარებაში გარდაცვალებაც დაიწყო.... სწორედ მაშინ გაახსენდა მსოფლიოს ეგვიტპელების წინასწარმეტყველება:
„ ყველა ვინც ტუტანხამონის საფლავს გახსნის– სიკვდილს ვერსად გაექცევა, წყეული იქნება ის და მიცვალებულს დაემსგავსება თავად“.....
დაემსგავსნენ მიცვალებულებს, თუმცა წყევლის გამო არა... ისტორიკოსმა სატანისტის დღიური აღმოაჩინა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ექსპედიციის თითოეული წევრის მკვლელობა.
კროულის მსხვერპლებს შორის კარტერის პირადი მრჩეველი, კაპიტანი რიჩარდ ბეტელიც იყო, რომელიც ელიტარულ კლუბ მეიფრეტში გაგუდული იპოვეს. აქვე იყო ნახსენები მეორე მსხვერპლი – ბეტელის მამა ლორდი უესტბერი, რომელიც საკუთარი საცხოვრებელი ბინის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. სერ ერნესტ ბაჯი, ეგვიპტური სიმდიდრეების მუზეუმის ხელმძღვანელი იყო. სერი გარდაცვლილი საკუთარ საძინებელში დახვდათ. ეგვიპტელი პრინცი ალი–კამელი ფახმი ბეი საკუთარმა მეუღლემ მარი მარგარეტმა ცეცხლსასროლი იარაღით, სასტუმრო „სავოიში“ მას შემდეგ მოკლა, რაც ტუტანხამონის საფლავთან გადაღებული ფოტოები აღმოაჩინა. ყველა ეს ადამიანი სიცოცხლეს ლონდონში დაემშვიდობა.
ბეინონის მტიცებით მარი მარგარეტი სატანისტ კროულის საყვარელი იყო, სწორედ მან აიძულა მას ამ დანაშაულის ჩადენაც. – ნათქვამია ისტორიკოსის სტატიაში.
ბეინონი იმასაც ამბობს რომ კროული ამ ფაქტის შემდეგ ცდილობდა „ტუტანხამონის წყევლაში“ მთელი მსოფლიო დაერწმუნებინა, რაც გამოუვიდა კიდეც.... ესეც ერთ–ერთი მიზეზი იყო, რისთვისაც მან თავისი 20–ვე მსხვერპლი სასიკვდილოდ გაიმეტა.
ისტორიკოსი იმასაც გვიყვება, რომ კროულიმ 23 წლის სტუდენტი პაულ ლავდეი მოკლა, რომელიც მისი სექტის მიმდევარი იყო. გადმოცემის თანახმად „კროულიმ ერთ–ერთი რიტუალის დროს შავი კატის სისხლი დალია....იმავე ღამეს გარდაიცვალა ახალგაზრდა სტუდენტიც. ეს იყო ერთადერთი სიკვდილი რომელსაც დღემდე ვერავინ ხსნის..... ექიმებმა გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინეს.
ისტორიული წყარო ამ ადამიანების სიკვდილზე კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. ყოველი მათგანი იდუმალებითაა მოცული და ეს კვლევა რომ არა ჩვეულებრივი ადამიანი მას ალბათ მართლაც „ტუტანხამონის წყევლას“ მიაწერდა, როგორც ეს წლების მანძილზე იყო. მოსახლეობას ამ ცრურწმენის დღემდე სჯეროდა.
ფაქტია, რომ ოცივე ადამიანი არქეოლოგიური გათხრის მსხვერპლი გახდა, წყევლის თუ სატანისტური შურისძიების გამო მათ საკმაოდ ძვირი საფასურის გადახდა მოუწიათ. ეს ფაქტი არაერთ ცნობილ წიგნში თუ ფილმშია აღწერილი. ბევრი მათგანი ბესტსელერად დღემდე რჩება.
სატანისტ კროულის სჯეროდა, რომ ეს მკვლელობები მას შესაძლებლობას აძლევდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მას არ სურდა მისი სახელი ვინმეს ცოდნოდა.... ასეც იყო, იგი დიდიხნის შემდეგ გარდაიცვალა ისე რომ მასზე მხოლოდ წლების შემდეგ ალაპარაკდნენ.
კომენტარები