1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

მერლინ მონროს ფოტოები აუქციონზე გაიყიდება

ჩამოტვირთვა

მერლინ მონროს პირველ ფოტოსესიას აუქციონზე გაიტანენ. ფოტოების ავტორს საკუთარი ნამუშევრის გაყიდვა ფინანსურმა პრობლმებმა აიძულა. ფოტოგრაფ ჯოზეფ ჯასგურს ვალები დაუგროვდა და მეოცე საუკუნის სექს-სიმბოლოს ამსახველი კადრების გაყიდავ გადაწყვიტა. ფოტოების 1946 წელსაა გადაღებული. მაშინ მერლინ მონრო ჯერ კიდევ ძველი სახელით, ჯეინ დოგერტით მოღვაწეობდა. ნეგატივები და მერლინ მონროს ფოტოებზე საავტორო უფლება ჟულიენის აუქციონზე დეკემბერში გაიყიდება. აუქციონის დირექტორის, დარენ ჟულიენის, განცხადებით, აუქციონი დიდ მოგებას მოიტანს. ფოტოები მონროს კარიერის დასაწყისშია გადაღებული. კოლექცია შავ-თეთრი და ფერადი ფოტოებისაგან შედგება. აუქციონი, კალიფორნიაში, 2 დეკემბერს ჩატარდება და 4 რიცხვამდე გასტანს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები