0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ანტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდამ ტანსაცმლის მაღაზიიდან პროდუქცია გაიტანა.

ის იმავე მაღაზიაში რამდენიმე საათში კიდევ ერთხელ მივიდა, მას თან 19 წლის ქართველი ახალგაზრდა ახლდა.

მაღაზიის მეპატრონეებმა პოლიცია გამოიძახეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ბრალდებულები გასახდელში ტანსაცმელზე დამაგრებულ ჩიპებს სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით ხსნიდნენ.

ერთ-ერთი დაკავებული გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე პატიმრობაში რჩება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები