1 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეცნიერების სკანდალური დასკვნა : იესო არ არსებობდა!

    ქრისტიანებს სჯერათ, რომ იესო ნამდვილად არსებობდა, თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ ამბავი ქრისტიანთა მხსნელზე უბრალოდ მითია.

 ტიმოთი ფრიკმა ძველი , რელიგიური წიგნის დათვალიერებისას აღმოაჩინა სურათი, რომელსაც შეიძლება უხამსიც ეწოდოს. სურათი მესამე საუკუნეშია შესრულებული და მასზე გამოსახულია ჯვარზე გაკრული შიშველი მამაკაცი, რომელიც გააჩინა ქალწულმა და ჯვარცმის შემდეგ მკვდრეთით აღსდგა. თუმცა მამაკაცის სახელი არ ყოფილა იესო, არამედ ოსირისი ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება;

  მცენარეულობისა და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული. ფრიკის თქმით, სურათი არის მტკიცებულება, რომ იესო არასდროს არსებულა , ის გამოიგონეს ებრაელებმა, პირველ საუკუნეში. "თუ ვიტყვი, რომ არ არსებობს სამარიტელების ღმერთი, არამგონია ბევრი ადამიანი აღშფოთდეს. ამბავი იესოს შესახებ, უბრალოდ ამაღელვებელი ისტორია, რომელიც ალეგორიულად უნდა გავიფოთ" ამბობს ავტორი წიგნისა, "იესოს მისტერიები: იყო თუ არა იესო სინამდვილეში ეგვიპტური ღმერთი" ტიმოთი ფრიკი .

  აღდგომის კვირას, ქრისტიანები იესო ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ, და მათ სწამთ, რომ იესო ნაზარეველი ნამდვილად არსებობდა" არიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ჰოლოკოსტი არ მომხდარა, ობამა არ დაბადებულა ამერიკაში და ა.შ . ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ იესო არ არსებობდა, თუმცა ეს არაფერს ცვლის-განაცხადა მკვლევარმა ბარტ ერჰამმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები