1 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორი დის წარმოუდგენელი ისტორია - სოფი ხელების გარეშე დაიბადა,ლექსი კი უსინათლოა

პატრა სოფი გრინი დადის ცეკვაზე, ჯირითობს ცხენით და შეუძლია ველოსიპედის ტარება, მიუხედავად იმისა, რომ ის ხელების გარეშე დაიბადა. წარმოუდგენელია, მაგრამ 7 წლის სოფის ფეხების გამოყენებით დამოუკიდებლად შეუძლია ჭამა,წერა  და თმის დაბანაც კი.

ჩინელი გოგონა მშობლებთან კრისტიანასთან და ჯერემისთან ერთად უტაჰში ცხვრობს. წყვილს კიდევ ორი შვილი ყავთ - გოგო და ბიჭი. მათ მალევე გააცნობიერეს, რომ ბავშვს ხელების გარეშეც შეეძლო ცხოვრების გაგრძელება. 
კრისტიანა: "მახსოვს, როდესაც სოფი პირველად წავიყვანეთ სანაყინეში. მან  ისე ოსტატურად გამოიყენა ფეხები ნაყინის საჭმელად. ჩვენ  სრულიად გაოგნებულები ვიყავით. ამ მომენტიდან მოვხვდით, რომ ის ყველაფერს შეძლებდა. სოფის ყავს უფროსი და, 11 წლის ლექსი, რომელიც უსინათლოა და ვერაფერს ხედავს.  ლექსი  სოფის ხელებია, ხოლო სოფი ლექსის თვალები. გოგონები მეგობრობენ და ერთად ძალიან საყვარლები არიან."

ეს ოჯახი ნათელი ილუსტრაციაა იმისა,თუ როგორ შეიძლება ყველაზე რთულ მომენტში გამოსავალი მოძებნო და ფარ-ხმალი არასდროს დაყარო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები