„თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
|
„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გერმანული ბრენდის 45 იმპორტიორს შორის გამოარჩიეს და MAN Truck and Bus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, საუკეთესო მარკეტინგული აქტივობებისთვის დააჯილდოვეს. მთავარი ინდიკატორი ის მასშტაბური პროექტები გახდა, რომლებმაც გერმანული ბრენდის MAN-ის საქართველოში პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
დაჯილდოების ცერემონია დუბაიში, MAN Truck and Bus-ის იმპორტიორების შეხვედრაზე გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის დუბაის სადილერომ - MAN Truck & Bus Middle East Africa CIS-მა უმასპინძლა, რომელიც 45 ქვეყნის იმპორტიორებს აერთიანებს.
ვორქშოფის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, როგორც გაყიდვების, ისე მარკეტინგული აქტივობის თვალსაზრისით.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus ის დირექტორი: 2022 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ კიდეც. ჩვენი მარკეტინგული აქტივობები MAN Truck and Bus-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. პარტნიორებს რამდენიმე პროექტი წარვუდგინეთ. მათ შორის იყო სოციალური კამპანია „პროფესიას არ აქვს გენდერი“, რომლის ფარგლებშიც 3 ქალბატონი საქართველოში, MAN-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში დავასაქმეთ. პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გუნდის მხარდაჭერისთვისაც.
ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობა მივეცით ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ MAN-ის ოპერირების საკუთარი გამოცდილებაც. პოტენციურ მომხმარებლებს
ვიდეოების მეშვეობით გერმანული ბრენდის უპირატესობებზე ინფორმაციას უწყვეტად ვაწვდით და ვუადვილებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. გვიხარია, რომ ეს აქტივობები ჩვენმა პარტნიორებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს და „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დააჯილდოვეს.
თეგეტასა და მსოფლიო ბრენდ MAN-ის პარტნიორობა ზუსტად 17 წლის წინათ, 2006 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ევროპული პრემიუმ ბრენდის შემოსვლა ქვეყნისთვის ევროპის კიდევ ერთი კარის გაღებას ნიშნავდა.
ორი ბრენდის ურთიერთობაში პირველი ნაბიჯები თეგეტასა და MAN-ის ბიზნეს ინტერესების დამთხვევამ განსაზღვრა. ხარისხზე, ექსკლუზიურობაზე, კომფორტსა და
სანდოობაზე დამყარებული 17-წლიანი პარტნიორობის გარანტად კი ღირებულებების თანხვედრა იქცა. თანამშრომლობა კომერციული ავტოტრანსპორტის მიმართულებით MAN-ის TGA თაობის სატვირთო ტექნიკის შემოყვანით დაიწყო. მას შემდეგ ევროპულ შვიდეულში შემავალი ბრენდისა და საქართველოს უმსხვილესი კომპანიის პარტნიორობა სულ უფრო ფართო და მრავლის მომცველი ხდება.
დღეს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია MAN-ის ბრენდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამარაგებს თბილისსაც და ერევანსაც. მათ სერვისსაც თავად უზრუნველყოფს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...
პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. შემოდგომის ნ...
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...
ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
კომენტარები