1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სიახლე ჩვენიანებს - იპოთეკური სესხის განსაკუთრებული პირობები იმ მომხმარებლებს, რომლებიც უძრავ ქონებას პირველად შეიძენენ

#ჩვენიანის ფარგლებში, ლიბერთი განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს ახალგაზრდებს, რომლებიც პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას, ხოლო სახელფასო და არასახელფასო მომხმარებლებს, სამომხმარებლო ტიპის კრედიტებზე სწრაფი მომსახურება და კონკურენტული ფასები დახვდებათ. ლიბერთის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანი საზოგადოებას სხვადასხვა სიახლეებთან ერთად, ეტაპობრივად,  ახალ პროდუქტებს და შეთავაზებებს წარუდგენს. „ დეკემბრიდან, კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში, ლიბერთიში, იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით გაიცემა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ახლა იწყებენ და პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას“, - აცხადებს  დავით სულუაშვილი, ლიბერთის საცალო სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, ლიბერთის მომხმარებლებისთვის იქმნება ახალი პროდუქტები, დანერგილია მომსახურების პერსონალიზაციის ახალი მოდელი, იხვეწება მომსახურების ხარისხი და მარტივდება პროცესები. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკით, რომელიც  ძალიან მოსახერხებელი და  მარტივად გამოყენებადია. „პროფესიონალებით გაძლიერებულმა ლიბერთის გუნდმა საცალო საბანკო მიმართულებით აქტიური მუშაობა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო და დღეს უკვე მზად ვართ, საზოგადოებას  წარვუდგინოთ ჩვენი ახალი შესაძლებლობები. კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში მომხმარებელს შევთავაზებთ კონკრეტულ პროდუქტებს როგორც საკრედიტო, ისე საოპერაციო მიმართულებით, როგორიცაა დეპოზიტები, გზავნილები, კონვერტაციები.“ -  აღნიშნავს დავით სულუაშვილი. ლიბერთის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანი მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდება და ბანკი მომხმარებელს სიახლეებს, სხვადასხვა კონტენტით, ეტაპობრივად წარუდგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...