1 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

KidNest-ი საბავშვო ბაღების სამართავი სისტემა, რომელიც ბაღების ადმინისტრაციას მშობლებთან აკავშირებს, სტარტაპ პრე-აქსელერატორის ფინალისტია

კომპანია KidNest-ი სტარტაპ პრე-აქსელერატორის მონაწილე ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც პრე-აქსელერატორის გუნდთან, მოწვეულ ექსპერტებთან და სპიკერებთან ერთად, 3 თვის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებაზე იმუშავებს. სამუშაო პროცესი ოქტომბერში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, მონაწილე სტარტაპებმა, პროექტის ფარგლებში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, პროგრამები მნიშვნელოვნად დახვეწეს.

მობილური აპლიკაცია KidNest-ი  2023 წლის ზაფხულში შეიქმნა და მისი მიზანი საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის, აღმზრდელებისა და მშობლების ერთმანეთთან სწრაფად და ეფექტურად დაკავშირებაა.

მარტივად სამართავი, მრავალფუნქციური სისტემა, ერთი მხრივ, აღმზრდელების სამუშაოს ამარტივებს - საშუალებას აძლევს მათ, დაზოგონ დრო, ენერგია და სულ რამდენიმე წამში შეატყობინონ მშობლებს ბავშვის ყოველდღიური თუ პერიოდული აქტივობების, ასევე მათი საჭიროებების შესახებ,  მეორე მხრივ კი, KidNest-ის  საშუალებით მშობლები სისტემატურად იღებენ ინფორმაციას საბავშვო ბაღში დაგეგმილი ღონისძიებების, გადასახადის დაფარვის ვადებისა და დასვენების დღეების შესახებ, ადმინისტრაციას კი აპლიკაცია აღსაზრდელების, მათი მშობლების და ფინანსების შესახებ მწყობრ ინფორმაციას აწვდის.

KidNest-ს  მარტივად სამართავი სისტემა აქვს. პირველ რიგში, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია პლატფორმაზე არეგისტრირებს აღსაზრდელს და მშობელს სარეგისტრაციო ლინკს უგზავნის. ამგვარად აპლიკაციის შემქმნელებმა ბავშვთა უსაფრთხოებაზეც იზრუნეს - ამ ლინკის საშუალებით ბავშვთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მშობელს, ან მშობლის მიერ დარეგისტრირებულ სანდო პირს ეძლევა. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მშობელს სისტემაში ყველა ის ინფორმაცია შეჰყავს, რაც მას ხელშეკრულებაში უნდა მიეთითებინა, ამგვარად, აპლიკაციის საშუალებით მშობელი საბავშვო ბაღთან ონლაინ ხელშეკრულებას აფორმებს. სისტემაში შეყვანილი მონაცემების საშუალებით, ადმინისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებს სწრაფად მოიძიოს მშობლის ტელეფონის ნომერი, მისამართი და ასევე, აპლიკაციის ჩათში დაეკონტაქტოს მას. ჩათი და ქლაუდ-სისტემა KidNest-ის ასევე მნიშვნელოვანი ფუნქციებია, რომლებიც ბავშვის შესახებ ინფორმაციას ერთიან სივრცეში უყრის თავს.

აპლიკაცია ხანგრძლივი კვლევის შედეგად შეიქმნა და უკვე რამდენიმე საბავშვო ბაღში გაიტესტა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, სატესტო ვერსიას საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მოჰყვა, როგორც საბავშვო ბაღების, ასევე მშობლების მხრიდან.

„სისტემა სამ დიდ საბავშვო ბაღში გავტესტეთ და შედეგით კმაყოფილი ვართ. ორივე მხარემ საკმაოდ მარტივად აუღო ალღო ჩვენს პლატფორმას და საბოლოოდ ყველა მიხვდა, რამდენი დროის, ენერგიისა და ადამიანური რესურსის დაზოგვა შეიძლება KidNest-ის  საშუალებით და რამდენად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს კომუნიკაცია საბავშვო ბაღსა და მშობლებს შორის. ამავდროულად, სატესტო რეჟიმმა ცხადად დაგვანახა ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზეც სისტემატურად ვმუშაობთ. ამაში ძალიან დაგვეხმარა პრე-აქსელერატორი, რომელმაც საშუალება მოგვცა, შევხვედროდით მაღალი დონის ექსპერტებს, სპიკერებს, გაგვეცნო მათთვის ჩვენი სტარტაპი და უნიკალური ფიდბექი მიგვეღო. სასწავლო პროცესის განმავლობაში შევცვალეთ ბიზნესგეგმა, დავუმატეთ კომპონენტები, დავხვეწეთ  სტრატეგია. საბოლოოდ, მოვამზადეთ ძალიან კარგი ფიჩი, რის საფუძველზეც „ქიდნესტი“იმ 9 სტარტაპს შორის მოხვდა, რომლებიც პრე-აქსელერატორის პროექტის ფარგლებში 3 დღით ტალინში გაემგზავრება. ეს არის სრულიად უნიკალური პროცესი და გამოცდილება, რომელიც მივიღეთ და რომელიც პრე-აქსელერატორის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, - ამბობს ქიდნესტის თანადამფუძნებელი, ქეთანა სტურუა.

„ქოდნესტი“ სხვა სტარტაპებთან ერთად ტალინში იანვარში გაემგზავრება, სადაც  3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში ბუტკამპი და საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებია დაგეგმილი. .

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს, დაარსების დღიდან  თიბისის პროგრამა სტარტაპერი უჭერს მხარს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი ჩაერთო და, მთლიანობაში, გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...