1 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რესტორანი „წისქვილი ტერასა“ გაიხსნა და სტუმრების მასპინძლობისთვის მზადაა

თიბისის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე #80-ში, „წისქვილი ჯგუფის“ რიგით მე-8 რესტორანი - „წისქვილი ტერასა“ გაიხსნა, რომელიც სტუმრების მასპინძლობისათვის უკვე მზადაა.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიონი ლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 2 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ახალი რესტორანი მთავარ დარბაზს სცენით, გამწვანებულ ტერასას, საზაფხულო ბარსა და ვიტრაჟულ სივრცეებს აერთიანებს.

 

„წისქვილი ტერასას“ დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები - თიხა და ხე. ასევე, ლითონის დეტალები და მცენარეები.

 

რესტორანში მოწყობილია სხვადასხვა ტიპის ღია სამზარეულოები, სადაც მომზადდება როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ისე რესტორნის ბრენდ შეფის - ალექს ნათაძის საავტორო და სეზონური კერძები.

 

სამზარეულოში განთავსებულია როგორც მაყალი, ისე დახურული და ღია ტიპის გრილები – Josperi და Parrilla. იტალიიდან ჩამოტანილ ღუმელში კი ცომეული გამოცხვება.

 

თიბისი „წისქვილი ჯგუფის“ ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია ჯგუფის დაარსების დღიდან. პირველი რესტორანი - „ეთნო წისქვილი“ 2002 წელს გაიხსნა, რომელიც დღეს ქართული ტრადიციული რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელია საქართველოში და თბილისსა და მის შემოგარენში 8 რესტორანს აერთიანებს: „ეთნო წისქვილს“, „ლუდის მოედანს“, „ღვინის ეზოს“, “წისქვილს მცხეთაში”, „წისქვილს ვაკეში“, „წისქვილს წყნეთში“ და „წისქვილი ტერასას“. ასევე, კომპანიის მფლობელობაშია მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ და პრემიუმ პროდუქტების ორი მარკეტი „წისქვილი ბაზარი“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...