პოლიტიკა
ზელენსკიმ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი დააჯილდოვა
2022-04-26 15:25:30
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლები დააჯილდოვა, მათ შორის არიან ქართველი ცოლ-ქმარი გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი.
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მებრძოლები დაჯილდოვდნენ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და თავდაუზოგავი ქმედებებისთვის.
კომენტარები