,,Zero, ნuლი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს"- კა...
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
|
მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე, სოციალუ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:
"ღია წერილი მის აღმატებულება,საქართველოს მესამე პრეზიდენტს,მიხეილ სააკაშვილს.
ბატონო პრეზიდენტო!
ჩემგან ალბათ ზედმეტი იქნება განვლილი ერთი თვის მოვლენათა შეჯამება და ამ მოვლენებში თქვენი უდიდესი როლის შეფასება-თქვენი სამშობლოში დაბრუნება და სრულიად ერისთვის იმ თავგანწირვისა და თავდადების მაგალითის ჩვენება,რაც თქვენ დაგვანახეთ-ჭეშმარიტად ისტორიულ აქტს წარმოადგენს და თქვენს წინა,დიდი სახელმწიფო მოღვაწის ბიოგრაფიას ეროვნული გმირის წოდებაც მიემატა. ისტორიაში თქვენ აქამდე უკვე შეხვედით,როგორც დიდი რეფორმატორი,თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი და რაც არანაკლებ საპატიოა-ჭეშმარიტად სახალხო პრეზიდენტი.
თქვენ ადრე ბრძანეთ,რომ პოლიტიკოსი არ ხართ ამ სიტყვის ვიწრო გაგებით და ბუნებით უფრო რევოლუციონერი ხართ-ნება მომეცით არ დაგეთანხმოთ-მიუხედავად იმისა,რომ ამ ორ ცნებას შორის სხვაობა არსებობს,თქვენ გასაოცრად აერთიანებდით ამ ორივეს: ჯერ წარმატებული რევოლუციონერისა და შემდეგ კიდევ უფრო შთამბეჭდავი სახელმწიფო მოღვაწის როლში. ალბათ ეს ის პოლიტიკური უნივერსალიზმია,რაც ახასიათებს ეპოქალურ ფიგურებს-მათ,ვისაც ხელი უდევთ ისტორიისა და საკუთარი ქვეყნის მაჯისცემაზე.
ბატონო პრეზიდენტო,დღეს თქვენი შიმშილობის 31-ე დღეა!
იმ შიმშილობის-რომელმაც მთელს მსოფლიოში გაბნეული ქართველობაც და საქართველოში მყოფი მოქალაქეებიც სულით ხორცამდე შეგვძრა,მოსვენება დაგვიკარგა,დიდი ხნის მივიწყებული სიამაყის განცდა დაგვიბრუნა და იმავდროულად გული დაგვიმძიმა,რადგან ყველას კარგად მოგვეხსენება რა სიცოცხლის რისკებს უკავშირდება შიმშილობა,მითუფრო ასე ხანგრძლივი!
თქვენი თავგანწირული ნაბიჯით თქვენ გააღვიძეთ ლეთარგიულ ძილში მყოფი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი -მტერიც,მოყვარეც და სწორედ ამ აქტმა იქონია გადამწყვეტი გავლენა არჩევნების ორივე ტურში ოპოზიციის მიერ მიღებულ მაღალ შედეგებზე,მიუხედავად რუსი ოლიგარქის მიერ მათი შემდგომი გაყალბებისა.
14 ოქტომბრის უპრეცენდენტოდ მრავალრიცხოვანი აქციაც თქვენს მიმართ ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გასაოცარი გამოვლენა იყო-საქართველს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არასოდეს შეეგუება მისი საუკეთესო პრეზიდენტის პუტინის ციხეში ჯდომას! ამ აქციაზე მისულ ადამიანთა სახეებზე მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისა და იდეალებისადმი ერთგულება იყო ასახული…
ამდენად,თქვენი თავგანწირული პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტმა-ერთთვიანმა (!) შიმშილობამ თავისი შედეგი გამოიღო და მიუხედავად მეორე ტურის შედეგების ოლიგარქის მიერ გაყალბებისა-პოლიტიკური პროცესი ამით არ დასრულებულა,ის მხოლოდ ახლა უნდა დაიწყოს-ბრძოლის შემდეგ ეტაპზე!
ბატონო მიშა,ამ ბრძოლაში საქართველოს თქვენ ჰაერივით სჭირდებით,ოღონდ სჭირდებით ჯანმრთელი და ცოცხალი!
ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე,დიდი მორიდებით და პატივისცემით გთხოვთ-დღეიდან შეწყვიტოთ შიმშილობა!
მერწმუნეთ,რომ ეს მხოლოდ ჩემი პირადი თხოვნა არ არის და უამრავი ხალხი უერთდება ამ თხოვნას-საქართველოს თქვენ სჭირდებით,როგორც არასდროს-მაგრამ სჭირდებით ჯანმრთელი და უვნებელი!!!
თქვენი შიმშილობა ტერმინალურ ფაზაში გადადის და თქვენი დაკარგვით მერწმუნეთ,უდიდეს დარტყმას მოგვაყენებთ,რადგან ამ ტრამვას საქართველო ათწლეულები თუ მეტი არა-ვერ მოიშუშებს!!!
დღეიდან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება და უმორჩილესად გევედრებით ასიათასობით საქართველოს მოქალაქის სახელით-დაასრულეთ შიმშილობა!🙏
ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა,ოღონდ ბრძოლა სიცოცხლით!!!
დიდი პატივისცემით,საქართველოს რიგითი მოქალაქე,
მაია ორჯონიკიძე
———————
ყველას,ვინც თვლის რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა დაიღუპოს პუტინის საკანში და ის ქვეყანას ცოცხალი სჭირდება,გთხოვთ დაალაიქოთ ეს მიმართვა!!!
თითოეული ლაიქი ხელმოწერაში ჩაითვლება!
გადავარჩინოთ ჩვენი გმირი პრეზიდენტის სიცოცხლე-დაალაიქეთ და ხელი მოაწერეთ ამ თხოვნას!
გთხოვთ,მაქსიმალურად გაავრცელოთ,მათ შორის ჯგუფებში!"
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
დედაქალაქის მერისთვის ევროპარლამენტარების შეფასებები მისაღები არ არის. როგორც კახა კალაძე განმარტავს მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. „რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, ...
"ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმო...
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხა...
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ...
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. „ვფი...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები