0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დომინიკ სტროს კანი ნიკოლა სარკოზიმ მოიშორა?

ჩამოტვირთვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და პოლიტიკოსი დომინიკ სტოს კანი შეთქმულების მსხვერპლი აღმჩნდა. ამერიკული გამოცემა ნიუ იორკ თაიმსი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე თვის წინ აგორებული სკანდალი ნიკოლა სარკოზისთვის კონკურენტის მოშორების მიზნით იყო ორგანიზებული. აღნიშნულ ვერსიას გამოცემა სტროს კანის ადვოკატის განცხადებებზე დაყრდნობით ავცელებს. ადვოკატის განცხადებით სტროკ კანის მობილური ტელეფონი საფრანგეთის მმართველი პარტიის ოფისში გატეხეს და სხვადასხვა მესიჯები წაიკითხეს. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი პარტიის ლიდერმა გააკეთა. ჟან ფრანსუა კოპე- საფრანგეთის მმართველი პარტიის ლიდერი- რომ ყოფილიყო ფაქტები ან მოწმეთა ჩვენებები, მაშინ საზოგადოებას დასკვნების გამოტანის საშუალებაც ექნებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია. შეგახსენებთ, რომ დომინიკ სტროს კანს სასტუმროს მოსამსახურე ქალბატონის გაუპატიურების მცდელობაში დასდეს ბრალი მაშინ როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ სტროს კანი ციხეს გადაურჩა, მაგრამ ამ ინციდენტმა მის პოლიტიკურ კარიერას საბოლოოდ გადაუსვა ხაზი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები