0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პორნოსკანერი“ რომელიც აშიშვლებს

ჩამოტვირთვა

სკანერი, რომელიც აშიშვლებს მსოფლიო აეროპორტებში უფრო მეტი ინტენსივობით შემოდის. ამ პროცედურის გამო, მგზავრებმა დისკომფორტი რომ არ იგრძნონ, ევროკომისიამ მუშაობის ახალი წესები შეიმუშავა. კერძოდ, ოპერატორები, რომლებიც ჩვენს დასკანერებას შეეცდებიან, განცალკევებით მდგარ შენობაში სხდებიან და მგზავრებს მათთან არანაირი შეხება არ ექნებათ. მსგავს ხელსაწყოს უკვე იყენებენ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ფინეთში. მსგავსი სკანერები საუკეთესი საშუალებაა ცივი იარაღის ან სხვა ნებისმიერი აკრძალული ნივთისა თუ პრეპარატის აღმოსაჩენად. მგზავრებს "პორნოსკანერებთან" დაკავშირებით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. მათი უმრავლესობა შიშობს, რომ ნებისმიერი ადამიანის შიშველი ფოტოს ინტერნეტის ქსელში მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია. ამასთან, ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ეს ფოტოები, შესაძლოა, აეროპორტის თანამშრომელთა განსჯის საბაბი გახდეს. ახალი კანონის თანახმად, იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც ამ სკანერით გაივლის ტესტირებას, ანონიმური იქნება. ასევე აკრძალულია ფოტოს შენახვა, დაკოპირება და დაბეჭდვა. ამის მიუხედავად, მგზავრებს არჩევანის უფლებას უტოვებენ და მათი სურვილისამებრ გაჩხრეკენ - ან ტრადიციული მეთოდით - ხელით, ან "პორნოსკანერით".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები