0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონდოლიზა რაისი–ვლადიმერ პუტინი დემოკრატიის პრინციპებს დასცინის

ჩამოტვირთვა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, მესამე ვადით პრეზიდენტობაზე პრეტენზიის გამოცხადებით, დემოკრატიის პრინციპებს დასცინა, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრემიერის გეგმები ანალოგიურ განწყობას რუს ამომრჩეველსაც შეუქმნის. "როიტერის" ცნობით, კონდოლიზა რაისმა პუტინი საკუთარი მემუარების გამოცემასთან დაკავშირებული ინტერვიუს დროს გააკრიტიკა. კითხვაზე, არის თუ არა კარგი იდეა პუტინის კრემლში დაბრუნება, რაისმა უარყოფითად უპასუხა. მისი თქმით, კრემლში დაბრუნებისთანავე პუტინი, უპირველეს ყოვლისა, გააძლიერებს ზეწოლას ოპოზიციაზე და ხელისუფლებას კიდევ უფრო ცენტრალიზებულს გახდის, ვიდრე ამას წინა ორი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში აკეთებდა. ყოფილი სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთის ინტეგრაციამ, შესაძლოა, პუტინს მკაცრი ნაბიჯების გადადგმაში ხელი შეუშალოს. "დასავლეთმა პუტინის მმართველობის პერიოდს არაერთხელ უწოდა სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევის ხანა. ამ თეზისის განსაკუთრებით ნათელი დემონსტრირებაა "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ ხადარკოვსკის სასამართლო პროცესი, რომელიც დააპატიმრეს და დატოვეს სანავთობო იმპერიის გარეშე მას შემდეგ, რაც პუტინის მისამართით პოლიტიკური გამოწვევა გააკეთა", - აცხადებს კონდოლიზა რაისი. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, კრემლში პუტინის დაბრუნებით, პუტინი რისკავს, რადგან ამან, შესაძლოა, რუსეთში მასობრივი არეულობა გამოიწვიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები