0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მელ გიბსონი მალე მეცხრე შვილის მამა გახდება

ჩამოტვირთვა

ჰოლივუდის ვარსკვლავი მელ გიბსონი მალე მეცხრე შვილის მამა გახდება. Star-ის წყაროების ინფორმაციით, მომავალი შვილის დედა - ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავი ლაურა ბელიზი გიბსონმა მალიბუში საერთო მეგობართან გაიცნო. მათი რომანი რამდენიმე თვე გაგრძელდა, შედეგად კი ლაურა დაფეხმძიმდა. მსახიობის ოფიციალური წარმომადგენლები ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. გიბსონის ანონიმი მეგობარი კი აცხადებს, რომ 55 წლის კინოვარსკვლავს უკვე ფიზიკურად აღარ შეუძლია მამა გახდეს. ბოლო დროს მელ გიბსონს არც ახალ ფილმებში იღებენ, სამაგიეროდ, მას სკანდალები არ აკლია. ყველაფერი რობინ მურთან განქორწინებით დაიწყო, რომელთანაც გიბსონმა 30 წელი იცხოვრა და რომელმაც მას 7 შვილი გაუჩინა. ცოლ-ქმრის განქორწინების მიზეზი რუსი პიანისტი ოქსანა გრიგორევა იყო. ოქსანამ მელს გოგონა გაუჩინა და მოგვიანებით ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. სასამართლომ გიბსონს სამწლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, ფსიქოთერაპიის კურსის გავლაც დაავალდებულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები