0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სანდრა ბალოკი და კიანუ რივზი ერთმანეთს ხვდებიან

ჩამოტვირთვა

ჰოლივუდის ვარსკვლავებს კიანუ რივზსა და სანდრა ბალოკს 17 წელი დასჭირდათ იმის მისახვედრად, რომ ერთმანეთის მიმართ გულგრილნი არ არიან. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კიანუმ სანდრას შესახებ თქვა: "მშვენიერი, ენერგიული, პოზიტიური და ნიჭიერი", სანდრამ კი აღიარა, რომ რივზს აღმერთებს. არ გეგონოთ, წყვილს პლატონური ურთიერთობა ჰქონდეთ, ისინი ერთმანეთს ოფიციალურად ხვდებიან. პაპარაცები წყვილს ბოლო დროს ერთად ხშირად ხედავდნენ. თუმცა ისინი ყველაფერს უარყოფდნენ. ახლა კი რომანტიკულ ურთიერთობას აღარ მალავენ. "როდესაც სანდრამ 2011 წლის დასაწყისში რაიან რეინოლდსთან შეხვედრა დაიწყო, კიანუ ძალიან ეჭვიანობდა. ახლა, როცა ორივე თავისუფალნი არიან, ხელს არაფერი უშლით", - აცხადებს წყვილთან დაახლოვებული პირი. ბალოკი და რივზი პირველად ერთმანეთს 1994 წელს "სიჩქარის" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. მოგვიანებით კი 2006 წელს, ფილმ "სახლი ტბის პირას" გადაღებებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები