სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
თიბისი უზრუნველყოფს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობას მთელი საქართველოს მასშტაბით.
თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში 20 ოქტომბერს ბათუმში და 21 ოქტომბერს ქუთაისში ტექ-დღეები გაიმართება.
ღონისძიების თემაა - როგორ ვსწავლობთ ტექნოლოგიებს?!
თიბისის ტექ-დღეებზე, სფეროს პროფესიონალები, აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ისაუბრებენ ტექნოლოგიებზე, მათ მნიშვნელობაზე, მომავლის პროფესიებზე, საქართველოში ტექგანათლებასა და მისი განვითარების გზებზე. სტუმრები გაეცნობიან თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსებს და გაიგებენ როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები ტექში.
მომხსენებლები არიან:
· ანასტასია კვინიკაძე | Lead Software Engineer, Impel | შესაძლებლობები და გამოწვევები ტექში
· სტეფანე გურგენიძე | Software Development Engineer at Amazon | ქუთაისიდან ამაზონამდე
· ნინი მოდებაძე | მონაცემთა ანალიტიკოსი, TBC | როგორ მოვხვდეთ ტექში?
· სალომე შეყილაძე | Software Engineer – Google | გზა გლობალურ კომპანიებამდე
· პაკო ტაბატაძე | ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების ინჟინერიის დოქტორი | როგორ დავწეროთ წარმატება, პროგრამული კოდით
· დავით ჩეჩელაშვილი | Principal, Isari Ventures |ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი?!
· მარიკა სიხარულიძე | USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტი | რა არის ციფრული წიგნიერება?
შეხვედრებზე ვიწვევთ ახალ თაობას, მშობლებს, მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს.
დღეს ტექნოლოგიებში გათვიცნობიერება საქმიანობის ყველა სფეროს წარმატების საწინდარია. ტექნოლოგიური პროგრესის შეუქცევად გზაზე, ტექნოლოგიების შესწავლა მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ტექნოლოგიური განათლების, სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს.
თიბისის ტრექნოლოგიური განათლების კურსები ეს არის შესაძლებლობა ახალ თაობისთვის დაიწყონ ტექნოლოგიების შესწავლა და პროფესიის დაუფლებისკენ გადადგან პირველი ნაბიჯები, რათა უკეთ დაინახონ კარიერული პერსპექტივები.
ბათუმი: 20 ოქტომბერი | 17:00 საათი |სასტუმრო „რუმსი“, გოგებაშვილის ქ.#10.
ქუთაისი: 21 ოქტომბერი | 16:00 საათი | აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის #59.
ტექ-დღეზე დასწრება თავისუფალია!
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები