სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
თბილისის ერთ-ერთისაბავშვო სივრცის გამწვანებაზე იზრუნა. ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარე ცენტრალური პარკის ტერიტორიას, კომპანიის თანამშრომლების ჩართულობით ხეები, ყვავილები და დეკორატიული ნარგავები შეემატა. გამწვანების აქცია „ტოიოტას“გლობალურ სტრატეგიას ეხმიანება.
თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ტოიოტასთვის გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ გლობალურ სტრატეგიას მიყვება „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც.“ ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩავერთოთ გარემოსდაცვით ღონისძიებებში და წვლილი შევიტანოთ პლანეტაზე ზრუნვის პროცესში. ვფიქრობ, რომ რთული ეკოლოგიური მდგომარეობის პარალელურად, პასუხისმგებლობიანი კომპანიების სიმრავლედა მსგავსი აქტივობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“
გლობალურად, „ტოიოტა“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავისი საქმიანობის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას. იაპონური ბრენდი ეკოლოგიური პოლიტიკის დახვეწაზე მუდმივად ზრუნავს. მათ 2015 წელს გლობალური პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყეს, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსის გადატანას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და მთლიანობაში ეკოსისტემასთან მაქსიმალურად ჰარმონიულ თანაარსებობაზე ზრუნვას გულისხმობს.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ დაარსების დღიდან იზიარებს გლობალურ ეკოლოგიურ პოლიტიკას და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვის ფარგლებში იაპონური ბრენდის ქართულმა წარმომადგენლობამ მემორანდუმი გააფორმა კომპანია „ტენესთან“. თანამშრომლობის ფარგლებში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ოფისსა და სერვისცენტრში მწვანე ურნები განთავსდა, სადაც გამოყენებული პლასტმასა გროვდება. შედეგად ნარჩენი გარემოში აღარ ხვდება და მის შემდგომ გადამუშავებაზე „ტენე“ ზრუნავს.
აქტივობებს შორისაა აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე 1000 ძირი მუხის ნერგის დარგვა.„წითელ ნუსხაში“ შეტანილი და გადაშენების პირასმყოფი იმერული მუხა იმ მომხმარებლების სახელით დაირგა, რომლებმაც „ტოიოტა თეგეტაში“ ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილები შეიძინეს.
ასევე, კომპანიის თანამშრომლები წელიწადში რამდენჯერმე გეგმავენ და მონაწილეობენდასუფთავებისა თუ გამწვანების აქციებში.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,ეკოლოგიური პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.
--
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები