2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად საქართველოს ბანკი დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 23-ე, ყოველწლიური World’s Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში მსოფლიოში საუკეთესო გლობალური და რეგიონული კორპორატიული/ინსტიტუციური და სამომხმარებლო ციფრული ბანკები გამოავლინა. ნომინაციის „მსოფლიოში საუკეთესო  სამომხმარებლო ციფრული ბანკი“ გამარჯვებული საქართველოს ბანკი გახდა.

 

„მოხარული ვართ, რომ მივიღეთ ეს ჯილდო Global Finance-სგან და ვამაყობთ იმით, რომ დავსახელდით მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად მსოფლიოში. საქართველოს ბანკში დიჯიტალიზაცია და მომხმარებელთა გამოცდილება ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს - გავზარდეთ მომხმარებელთა კმაყოფილების (NPS) მაჩვენებელი 52%-მდე, გავხდით ციფრული ბანკინგის ლიდერი საქართველოში, გავაორმაგეთ ჩვენი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში და დღეისათვის ამ მაჩვენებელმა ერთ მილიონს მიაღწია, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებისთვის შექმნილი უნიკალური ციფრული გამოცდილების შედეგია. ეს ჯილდო ბანკის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მომხმარებელთათვის უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოცდილების შესაქმნელად, მუდმივად ცდილობენ გააუმჯობესონ პროდუქტები და მომსახურება, შემოიტანონ ინოვაციური მიდგომები და გადაწყვეტები. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის მთელ გუნდს, მათი ყოველდღიური დაუღალავი შრომისთვის, ერთგულებისთვის და მსურს მადლობა გადავუხადო Global Finance-ს ამ აღიარებისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის  გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

„ციფრული ტრანსფორმაციისას მომხმარებლის ცენტრში დაყენებით საქართველოს ბანკმა დამსახურებულად მიიღო როგორც რეგიონული, ისე გლობალური ჯილდოები, როგორც საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი. მობილური ბანკინგის მუდმივი განვითარება, საბანკო და არასაბანკო პროდუქტებისა და სერვისების  მაღალი ხარისხით მიწოდება არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ნაბიჯებისა, რომელიც ბანკმა მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად დაგადგა. სწორედ ამიტომ, ის  დასახელდა კიდეც Global Finance- ის მიერ როგორც  World's Best Consumer Digital Bank”,- განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა.

 

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების  მიერ. წელს რეკორდული რაოდენობის განაცხადები იყო შესული განსახილველად, საბოლოოდ კი გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული  გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების  მოხერხებული ფუნქციონალი და  დიზაინი და ა.შ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...