2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი - ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით

აზიის განვითარების ბანკმა - ADB, ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ბანკებს შორის, თიბისი ყველაზე სწრაფად მზარდ ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 30 ივნისის  ჩათვლით, ADB-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო.

 

ასევე, თიბისიმ, კორპორატიული კლიენტისთვის სომხეთში ღვინის დანადგარების მიწოდების მიზნით წარმატებით განხორციელებული ტრანზაქციისთვის, მსოფლიოში წლის საუკეთესო SME ტრანზაქციის ჯილდოც მოიპოვა. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში ზედიზედ უკვე მეორედ გაიმარჯვა.

 

„ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკის ჯილდო სრულიად ახალი და ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსია თიბისისთვის. საერთაშორისო აღიარება ადასტურებს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ, მათ ბიზნესპროცესებს ვამარტივებთ და ნებისმიერ რეალობაში, სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. რაც შეეხება მსოფლიოში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს, ამ აღიარებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში ზედიზედ უკვე მეორედ გამარჯვება. გასულ წლებში, აღნიშნულ კატეგორიაში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს მფლობელები ისეთი საერთაშორისო ბანკები ხდებოდნენ, როგორებიცაა: Standard Chartered Bank, Citibank და სხვები“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის დაჯილდოების ფარგლებში, თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან მესამე ჯილდოც მოიპოვა და ტრანზაქციების რაოდენობის დამსახურებით, საქართველოში ADB-ის წამყვან პარტნიორ ბანკად ზედიზედ უკვე მერვედ დასახელდა.

 

ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ხელშეწყობის პროგრამა (TSCFP), საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნით, პარტნიორ ბანკებზე გარანტიებსა და სესხებს გასცემს. 2009 წლიდან დღემდე, პროგრამამ ჯამურად 57 მილიარდი დოლარის ღირებულების 45,510 ტრანზაქცია განახორციელა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...