2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა  წელს  23-დ,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები დაასახელა. საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით მომხმარებლისთვის საუკეთესოად აღიარა.  გამარჯვებული ბანკები შეირჩა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

 

„მრავალწლიანმა პანდემიამ დააჩქარა ბანკების დიჯიტალიზაციის მცდელობები და შესაბამისად,  ბაზარი ციფრული შეთავაზებების სწრაფი ევოლუციის მოწმე გახდა“, - თქვა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა. „ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს გაუმჯობესებული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვისას, დასახელდნენ კიდეც მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებად Global Finance-ის მიერ“,- განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ.

 

„ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლების წინაშე ვგრძნობთ და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და გამოწვევები. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს მათთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების მიღება მარტივად, ერთ სივრცეში შევთავაზოთ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან საქართველოში საუკეთესო მობილურ აპლიკაციას. ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებით ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას", - აცხადებს  ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

 

ინფორმაციისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების  შერჩევის შედეგად. 

 

გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული  გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების  მოხერხებული ფუნქციონალი და  დიზაინი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...