2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. პროგრამის ახალი ნაკადის მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  https://500.co/accelerators/500-georgia/apply

 

500 Global-ის, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება, მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. 

 

საქართველოს ბანკის, 500 Global- ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება სულ რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. პროგრამა სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს. შესაბამისად, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ქართულ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპებს განვითარებისა და მასშტაბირებისათვის დამატებითი შესაძლებლობები მიეცემათ.

 

აქსელერაციის პროგრამას 500 Global წელიწადში ორჯერ ჩაატარებს და დემო დღით დაასრულებს. ინტენსიური გადამზადების კურსში ჩაერთვებიან სტარტაპები მთელი მსოფლიოდან, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი კი 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

 

„500 Global უნიკალური შესაძლებლობაა ადგილობრივი სტარტაპებისთვის, რომლის ფარგლებშიც შეძლებენ მსოფლიოს წამყვან მენტორებთან ერთად განავითარონ საკუთარი საქმიანობა. აქსელერაციის პროგრამის პირველი ორი ნაკადი რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი წარმატება იყო. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პარტნირობა სტარტაპერებს დაეხმარება აითვისონ ახალი შესაძლებლობები გლობალურ ბაზრებზე და გადავიდენ განვითარების ახალ ეტაპზე.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, მძლავრი გლობალური ვენჩერული კაპიტალის პლატფორმა 500 Global საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2020 ში შემოვიდა. 2020-2021 წლების პერიოდში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა 30-მდე ქართული და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ოთხი მათგანი - CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs - პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად სილიკონის ველიზე გაემგზავრა, რამაც სტარტაპერებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. 500 Global-მა ასევე ხელი შეუწყო ადგილობრივი სტარტაპების განვითარებასა და უცხოურ ბაზრებზე გასვლას. პროგრამის დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი გაფართოვდა და დაიწყო ფუნქციონირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში.

 

ცნობისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩერული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და  ადრეულ ინვესტიციებს ახორციელებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დაარსების დღიდან 500 Global-მა მხარი დაუჭირა 2600-ზე მეტი კომპანიის 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, მსოფლიოს 81 ქვეყნის მასშტაბით. მისი პორტფოლიო შეიცავს $1 მილიარდის ღირებულების 45 და $100 მილიონზე მეტის ღირებულების 130-ზე მეტ კომპანიას. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციებს უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები სტარტაპების სწრაფი განვითარებისთვის.

 

ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს:

https://www.facebook.com/BOG.Business/videos/768835254253862

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...