2 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ბიზნესს განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას სთავაზობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო, ახალი შესაძლებლობების  შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესს ანგარიშზე თანხის მომენტალური ჩარიცხვა შესთავაზა. რაც იმან ნიშნავს, რომ ამიერიდან ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით, (მათ შორის არაქართული ბარათით განხორციელებული ტრანზაქციისას) მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ბიზნესს რამოდენიმე წუთში ჩაერიცხება.

 

თანხა ბიზნეს ანგარიშზე მომენტალურად ჩაირიცხება როგორც პოსტერმინალით, ასევე ონლაინ შეძენისას. ეს ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, თანხა მაშინვე გამოიყენოს,  რაც მას გაუმარტივებს ბიზნესპროცესებს და ბევრად  მოქნილს გახდის ოპერირებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხის ჩარიცხვა  ასევე მომენტალურად განხორციელდება  შაბათ- კვირის დღეებშიც, რაც აქამდე ბიზნესისთვის დიდი დისკომფორტი იყო, რადგან უქმე დღეებში განხორციელებული ტრანზაქციების თანხის ჩარიცხვას რამდენიმე დღე სჭირდებოდა. 

 

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვუპასუხოთ მომხმარებლის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, შევქმენით ახალი შესაძლებლობა ბიზნესისთვის. ამიერიდან ბიზნესი შეძლებს მნიშვნელოვნად გაიმარტივოს ოპერირება, რადგან  ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით გადახდილი თანხა მის ბიზნეს ანგარიშზე უკვე  რამოდენიმე წუთში ჩაირიცხება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ ბიზნესს მისი განვითარებისთვის  საჭირო პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ქართული კომპანიების მხარდაჭერისა და მათთვის მეტი შესაძლებლობის გაზიარების მიზნით შევქმენით Made in Georgia-ს კამპანია, რომელიც  კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...