2 2 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი „ქარავანი ორბელიანზე“-ს გენერალური პარტნიორია

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ურბანული პროექტის, “ქარავანი ორბელიანზეს” გენერალური პარტნიორია. გემრიელი ფუდმარკეტი; სახალისო საბავშვო ზონა და სხვა მრავალი გასართობით 11-12 ივნისს “ქარავანმა ორბელიანზე”  სტუმრებს ზაფხულის საინტერესო დღე შესთავაზა.

 

„ქარავანი უკვე მე-4 წელია აერთიანებს მრავალფუნქციურ ღია და დახურულ სივრცეებს, თბილისის ცენტრში - ორბელიანის მოედანზე. ქარავანი ქმნის უნიკალურ გამოცდილებას და ერთიანებს ადამიანებს - მომხმარებლებს და ბიზნეს სუბიექტებს, რათა დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ამ კავშირიდან სასიამოვნო და სასარგებლო გამოცდილება მიიღონ. ქარავანი აერთიანებს 4 ძირითად მიმართულებას. ესაა: სამეწარმეო ბაზარი; შემეცნებითი, საბავშვო  და გასართობი პროგრამები. 11-12 ივნისს ჩვენთან მოსულ სტუმრებს მხიარული დღე მოვუწყვეთ. სტუმრების განწყობაზე 11 ივნისს მიშო ურუშაძემ, 12 ივნისს კი დიჯეი DIASSAMIDZE-მ  იზრუნეს. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ქარავანის პირველი უიქენდი უკრაინის მხარდასაჭერი ღონისძიებით გაიხსნა და 12 ივნისს, სპეციალურად უკრაინელი ბავშვებისთვის, ფსიქოთერაპიის ცენტრ „კამარას“ უკრაინელი თანამშრომელმა მათთვის არტ თერაპიის ვორკშოპი ჩაატარა“,- განაცხადა თინათინ ხაფავამ, „ქარავანის“ წარმომადგენელმა.

 

„2022 წლის ზაფხულში ქარავანის გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკი ბიზნესი. Made in Georgia-ს კამპანიის ფარგლებში ვაგრძელებთ ქართული ბიზნესების მხარდაჭერას. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, 11 ივნისიდან მოყოლებული, 2 თვის განმავლობაში, ყოველ უქმეებზე მივცეთ შესაძლებლობა ბიზნესებს, კიდევ უკეთ გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებელს, მოიზიდონ ახალი მყიდველები, გაზარდონ გაყიდვები. გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართველი მეწარმეები და დავარწმუნოთ ისინი, რომ მთავარია დაიჯერონ საკუთარი იდეის, არ გაჩერდენენ  და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...