0 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა მიმდინარეობს

 

საქართველოს ბანკისა და პირველი არხის „ტელესკოლის“ პარტნიორობით პროექტი  „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა V-VI კლასელებისთვის“ გრძელდება.  ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით  3,500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. პროექტი მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და არასტანდარტული შინაარსის მქონე ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებას ისახავს მიზნად.  

ინიციატივის ფარგლებში, პირველი არხი - ტელესკოლის ეთერში მოსწვალეებისთვის ათი ტელეგაკვეთილი ჩატარდა. თითოეული ონლაინ მეცადინეობა მათემატიკის საოლიმპიადო, არასტანდარტული თემატიკის შემცველი თეორიისა და შესაბამისი პრაქტიკული ამოცანების განხილვას დაეთმო. პარალელურად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ ოლიმპიადაში.

შესარჩევი ტურების შედეგად, 30 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. 28 მაისს გაიმართება ფინალი, რის შემდეგაც 10 საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება. პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდება: I ადგილი - MacBook Air; II ადგილი - iPad Air; III ადგილი - iPad Mini; IV-V ადგილი - iPhone SE; VI,VII,VIII,IX, X ადგილი - ელექტრონული წიგნები (Kindle).

„მოხარული  ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ V-VI კლასელებისთვის მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას. პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, განივითარონ მათემატიკური და ლოგიკური უნარები. განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ახალგაზრდა თაობების განვითარებას და მათ ეხმარება საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...