0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ინდივიდუალური შეხვედრა პაატა ამონაშვილთან SOLO მომხმარებლებს

SOLO აგრძელებს მომხმარებლების ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას. SOLO მომხმარებლებს პროექტ One to One-ის ფარგლებში  ამჯერად შესაძლებლობა ეძლევათ დაგეგმონ პირადი შეხვედრა ფსიქოლოგთან- პაატა ამონაშვილთან, რომელიც კონსულტაციის პროცესში ჰუმანურ-პედაგოგიურ მეთოდებს იყენებს.

 

შეხვედრისას, თავად შეძლებთ შეარჩიოთ სასურველი თემა და მიიღოთ რჩევები თქვენთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, მათ შორის:

·         შვილების აღზრდა

·         ურთიერთობები ოჯახში / სამსახურში / საზოგადოებაში

·         თვითრეალიზაცია, ცხოვრების მისიის ძებნა და ა.შ.

 

აპლიკაციების განხილვა 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება.  (ადგილები შეზღუდულია) დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/36N37HH

 

პაატა ამონაშვილის შესახებ:

პაატა ამონაშვილი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი და მრავალი ტრანსფორმაციული ტრენინგის შემქმნელია. მას ასობით ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაცია აქვს ჩატარებული; ასევე, არის ბავშვთა განვითარების ინოვაციური პროგრამის  − „მზიანეთის“ − შემქმნელი.

 

ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3Nu5TTb 

 

ინფორმაციისთვის, პროექტ One to One-ის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ მათთვის საინტერესო წარმატებულ ადამიანებს, მოისმინონ მათი რეკომენდაციები და განიხილონ მრავალფეროვანი საკითხები ისეთი მიმართულებებით,  როგორიცაა: ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, გასტრონომია, ლიდერობა, კრეატიული წერა, მოდა, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება და სხვა. პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ SOLO მომხმარებელს შეუძლია. დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ შეავსოთ განაცხადი და თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი მიმართულების პროფესიონალთან დაჯავშნოთ შეხვედრა როგორც online ისე offline ფორმატით.

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  https://bit.ly/3BKwTXr

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...