0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტ ოტელი გაიხსნა

გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტ ოტელი, მათ შორის Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri გაიხსნა. ახალი აპარტ ოტელები პროექტის - „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს.

 

კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს. პროქეტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

პროექტის არქიტექტურულ ნაწილზე  უცხოელმა არქიტექტორებმა იმუშავეს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს აერთიანებს.

 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 2022 წლის 31 იანვრამდე პროექტში - „ახალი გუდაური“ ბინის შეძენის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ იპოთეკურ სესხზე ლარში განსაკუთრებული პირობით ისარგებლონ:

·       პირველი 6 თვის განმავლობაში - 0%,

·       მომდევნო 24 თვე - ფიქსირებული 11.8%

·       დარჩენილი პერიოდი რეფინანსირების განაკვეთს +3,9% (ეფექტური 13.84% დან)

„ახალი გუდაურის“ კიდევ ერთი მიმდინარე პროექტი საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო - Radisson Blu Gudauri-ია.

 

პროექტი „ახალი გუდაური“ ჯამში 26 აპარტ ოტელს და 5000 ნომერს მოიცავს. პროექტის დასრულების შემდეგ, ნომრების ციფრი 10 000-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 200 მილიონი ლარი, დასრულების ვადა კი - 2023 წელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...