0 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „პროსპექტის“ ორგანიზებით, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის კონფერენცია ჩატარდა

გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანიამ - „პროსპექტი“, თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის, კონფერენცია - „.GREMO” ჩაატარა. ღონისძიებას 70-მდე დეველოპერული კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერი დაესწრო.

 

ღონისძიების მონაწილეებმა დეველოპერებს კვლევები, სტატისტიკა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზები, არქიტექტურული და საინჟინრო მიმართულებით სიახლეები გაუზიარეს და სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი თემები განიხილეს, როგორებცაა:

 

-       მომხმარებლის ქცევა უძრავი ქონების ძიება-ყიდვის დროს

-       ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ახალი გზები

-       Crowdfunding-ის როლი უძრავი ქონების განვითარებაში

-       რა მეთოდებით შეიძლება გავზარდოთ კომპანიის მომგებიანობის მარჟა

-       როგორია სწორი არქიტექტურა

-       ახალი დეველოპერული სივრცეები ქალაქში

 

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კომპანიებმა: თიბისი, „MUA Architects”, საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“, არქიტექტურული კომპანია „Metric”, კვლევითი კომპანია „ანოვა“, ციფრული მარკეტინგული სააგენტო „კრაკენი“, აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისი“, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია, “City Institute”.

 

კომპანია „პროსპექტის“ მიზანია, ყოველწლიური კონფერენციის დახმარებით, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას შეუწყოს ხელი. შედეგად კი, დეველოპერებმა საკუთარი ბიზნესგეგმები მომხმარებლის საჭიროებებს მოარგონ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...