0 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

“2021 წლის განმავლობაში, აქტიურად ვაგრძელებდით ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში. პროცესის წარმატებას ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, თიბისის ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს ყველა მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტთან ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა განაპირობებს. თიბისის პორტფელი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, დაახლოებით 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს. ვაჭრობის დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აღნიშნული ჯილდო კი კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ სფეროში, თიბისი ლიდერი ბანკია, რომელიც ყველაზე მსხვილი კაპიტალის მოცულობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას უზრუნველყოფს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

“ვაჭრობის დაფინანსების სექტორი კვლავაც განიცდის Covid 19-ის პანდემიის გავლენას და პროვაიდერები ჯერ კიდევ ცდილობენ ახალ რეალობაზე მორგებას. ჩვენი ყოველწლიური ჯილდოს გამარჯვებულები ის ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომლებმაც წარმატებით მოახერხეს ამ გამოწვევებზე რეაგირება და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო მომსახურების შეთავაზება“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

 

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...