0 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პრემია „საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოება 23 დეკემბერს გაიმართება

23 დეკემბერს, 23:00 საათზე, ფორმულას პირდაპირ ეთერში, ასევე საბას, თიბისის, არაერთი გამომცემლობისა და პორტალის FACEBOOK გვერდებზე ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს.

 

წელს განსაკუთრებული სიახლეა - ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა, ხოლო გამარჯვებულს ჯილდოს გადასცემენ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

 

როგორც ცნობილია, ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ წელს 260 კონკურსანტი მონაწილეობდა, ზაფხულში „საბას“ ჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებს გადაეცემათ „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები.

 

საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური შემდეგ 9 ნომინაციაში გამოავლენს:

 

  • საუკეთესო რომანი
  • საუკეთესო პოეტური კრებული
  • საუკეთესო პროზაული კრებული
  • საუკეთესო პიესა
  • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  • ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

 

ფინალისტი წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.

 

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...