0 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სუპერძალა ზრუნვაშია

იცოდით, რომ სუპერგმირობას ორმაგი ეფექტი აქვს?! - ერთი, როდესაც სიკეთეს გასცემ და მეორე, როდესაც ზრუნვისგან მიღებული სიამოვნება ბედნიერებას თავად განიჭებთ. სხვანაირად ვერც იქნება, როდესაც იცი რომ 9 წლის მათეს, პატარა მარიამს ან ლიზას საოცნებო ნატვრას აუსრულებ. ბავშვების გასაცნობად 2020 წელს სოციალური საქველმოქმედო პლატფორმა - www.supergmiri.ge შეიქმნა და ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ სოციალურად დაუცველ და სიდუხჭირეში მცხოვრებ ბავშვებს ყოველდღიურობა გაუფერადონ, პირდაპირი მნიშვნელობით სუპერგმირებად აქცევს.

„ჩვენ დავდივართ მთელ საქართველოში და ვეძებთ ბავშვებს, ვისაც სუპერგმირებთან მეგობრობა უნდათ. ვისმენთ მათ ისტორიებს, ვუღებთ ფოტოებს და ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მათ ხმას სუპერგმირებს ვაწვდენთ. სუპერგმირს ყოველთვიური ამანათის გაგზავნის გარდა, ასევე შეუძლია ბავშვის მეგობარი/მენტორი გახდეს, პერიოდულად გაატაროს მასთან ერთად დრო, გაუზიაროს გამოცდილება, დაეხმაროს ინტერესების გაღვივებასა და მიზნების მიღწევაში, ეთამაშოს და ერთად შეასრულონ საინტერესო მისიები, - გვიყვება „სუპერგმირის“ პროექტის მენეჯერი, მარიამ წერეთელი.

ბენეფიციარის პლატფორმაზე განთავსებისთანავე წამზომი ირთვება. ყველა ბავშვი დღეებს ითვლის - სანამ მის ცხოვრებაში ნამდვილი სუპერგმირი გამოჩნდება. პლატფორმაზე წაიკითხავთ პატარების, სურვილების, მიზნების და ოცნებების შესახებ. ინტერესთა კვეთის შემთხვევაში სუპერგმირი თავად ირჩევს ბენეფიციარს და მეგობრობაც იწყება.

„თვეში ერთხელ ბავშვებს ვუგზავნით სასაჩუქრე ყუთს, რომელშიც მოთავსებულია როგორც საკვები, ასევე ასაკის, ინტერესებისა და სურვილების შესაბამისი წიგნები, სათამაშოები და სხვადასხვა ნივთები. შესაძლებელია თანხა მეგობრებმაც გაინაწილონ და რამდენიმე ადამიანმა გააერთიანოს ძალები“ - „სუპერგმირის“ პროექტის მენეჯერი, მარიამ წერეთელი.

 

271 ბავშვს პირადი სუპერგმირი უკვე ჰყავს. თუმცა მოლოდინის რეჟიმში კიდევ ბევრი პატარაა. მათ აღმოჩენაში ახლა პლატფორმა tegeta.care დაგეხმარებათ. ზრუნვისა და მხარდაჭერის სურვილით, სუპერგმირი და თეგეტა ჰოლდინგი თანამოაზრეები აღმოჩნდნენ, ერთად გადაწყვიტეს, რომ ეს წელი ყველასათვის ჯადოსნური უნდა გახდეს.

 „თეგეტასტან ურთიერთობა სულ ახლახანს დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც ზრუნვის პლატფორმა ამოქმედდა. რადგან თეგეტა მსხვილი კომპანიაა და სოციალური მიმართულებით ძალიან დიდი სიტყვა ეთქმის - სუპერგმირისთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. თეგეტას გუნდის წევრები ასევე პოტენციური სუპერგმირები არიან და ყველა მონაწილე პირი, ვინც ზრუნვის ფარგლებში კონკრეტულ დონაციას გაიღებს შესაძლოა მუდმივ სუპერგმირად მოგვევლინოს“, - ამბობს „სუპერგმირის“ დამფუძნებელი, მარიტა გენებაშვილი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...