0 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ მუშაობს საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი

სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებებიდან გამომდინარე, არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე თუ როგორ მუშაობს და რა შემოსავლებს ღებულობს ონლაინ  სათამაშო სექტორი. სწორედ აქედან გამომდინარე, სექტორის გადაწყვეტილებით გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია.

არის თუ არა ონლაინ სათამაშო ბიზნესი შემოსავლებით პირველ ადგილზე?

არა, ონლაინ სათამაშო ბიზნესი არ არის შემოსავალით პირველ ადგილზე და არც ათეულშია.

2020 წელს ონლაინ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 32 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც მომხმარებელთა მიერ მოგებული თანხის წილმა 31 მილიარდი შეადგინა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ამ ინდუსტრიაში მოღვაწე 6 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა, ჯამური ბრუნვის მხოლოდ 3% შეადგინა - ანუ 960 მილიონი ლარი რაც მთლიანი ინდუსტრიის შემოსავალია.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთლიანი სათამაშო ბიზნესის შემოსავალი ზუსტად იმდენივეა, რაც ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე ერთ-ერთი ქართული კომპანიის შემოსავალი და ზუსტად 2-ჯერ ნაკლები ვიდრე საქართველოში მოღვაწე უცხოური მხოლოდ ერთი ნავთობკომპანიის წლიური შემოსავალი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესის რეგულირების პროცესში ჩაერთო შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული პირი - მარეგულირებელი, რომელიც სრულად, პირდაპირი წვდომით, ყოველდღიურ რეჟიმში, აკონტროლებს ბიზნესში არსებულ ტრანზაქციებსა და პროცესებს, რაც სათამაშო ბიზნესის სრულად გამჭვირვალობის გარანტს წარმოადგენს.

მეტი სიცხადისთვის კიდევ ერთხელ გავნმარტავთ, სექტორის შემოსავალი როგორ ნაწილდება. მთლიანი სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა 2020 წელს, ბრუნვის 3% ანუ 960 მილიონი ლარი შეადგინა საიდანაც უდიდესი ნაწილი სწორედ ქართულ ეკონომიკას მოხმარდა.

რაში დაიხაჯრა 960 მლნ ლარი:

·         გადასახადების სახით სახელმწიფომ მიიღო 200 მილიონი ლარი;

·         რეკლამის სახით ინტერნეტ საიტებმა მიიღეს 40 მილიონი ლარი;

·         რეკლამის სახით ქართულმა ტელევიზიებმა მიიღეს 40 მილიონი ლარი;

·         ქართული სპორტის ფედერაციების, გუნდების თუ პერსპექტიული სპორტსმენების განვითარებას მოხმარდა 30 მილიონი ლარი;

·         სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებაში 10 მილიონი ლარი დაიხარჯა;

·         ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნოლოგიური განვითარება, რომელსაც ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ, 53 მილიონი ლარით დაფინანსდა;

·         საბანკო ტრანზაქციები და სხვა საოპერაციო ხარჯებმა კი 220 მილიონი ლარი შეადგინა;

·         აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნეს სექტორში დასაქმებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი და მათი წლიური შემოსავალი ხელფასის სახით 100 მილიონი ლარს შეადგენს. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვენლოვანია, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-ია.

·         დარჩენილი 195 მილიონი ლარი კი დივიდენდის სახით, ინდუსტრიის ინვესტორებს ერგოთ.

 

აღსანიშნავია, რომ ყველა სათამაშო ბიზნესის უკან მდგარმა საერთაშორისო კომპანია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის სახით 2 მილიარ ლარამდე ინვესტიცია შემოიტანეს.

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://gga.org.ge/ka/news

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...