0 5 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია - „ტურიზმი აღდგენის გზაზე“ - გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და განახლებული

რეპორტი წარადგინა.

პუბლიკაციის თანახმად, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა საერთაშორისო

 ვიზიტების 

აღდგენას აჭარბებს. 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 2019 წლის დონესთან შედარებით, შემოსავლები - 35%-ით, ვიზიტები კი 21%-ით აღდგა. საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა ყველაზე დაბალია რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ყველაზე 

მაღალი

 კი - უკრაინიდან, ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.

 

პანდემიამ გავლენა იქონია ტურისტების ქცევაზე: გაჩნდა უფრო ხანგრძლივი დროით მოგზაურობის ტენდენცია. 

ვიზიტებთან 

შედარებით შემოსავლების უფრო მეტად აღდგენის ერთ-ერთი ახსნა სწორედ ეს არის.  

ტურიზმის სექტორში სხვა ტენდენციებიც გამოიკვეთა: ტურისტები მცირე ჯგუფებად მოგზაურობენ და თავს არიდებენ ხალხმრავალ ადგილებს; იზრდება

სექტორში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება; იზრდება სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მნიშვნელობა.

შიდა ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის აღდგენაში. 2021 წლის მეორე

 კვარტალში,

 შიდა ტურიზმი 27%-ით გაიზარდა. სასტუმროებში, რეზიდენტების ხარჯვის თვალსაზრისით, რეგიონებიდან აჭარა და კახეთი ლიდერობენ.

რეპორტში წარმოდგენილი სამომავლო პროგნოზების თანახმად, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტებით მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით - 80%-ით, დატვირთულობა - 80%-ით, საშუალო დღიური ფასი კი 90%-ით აღდგება. შიდა ტურიზმი 2022 წელსაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

პუბლიკაციაში ტურისტულ სექტორში დასაქმების საკითხი განხილულია როგორც სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. პანდემიის გავლენის შედეგად, 2020 წელს, ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროებში დასაქმებულთა რაოდენობა -

 28%-ით, განთავსების საშუალებების სექტორში კი 41%-ით შემცირდა. სამუშაო ადგილების მასიურმა დაკარგვამ და არაპროგნოზირებადმა გარემომ, სექტორის მიმართ უნდობლობა

 გააჩინა. ინდუსტრიიდან გამოთავისუფლებულმა სამუშაო ძალამ სხვა დარგებში გადაინაცვლა. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, სასტუმროების 88%-ს კადრის მოსაზიდად სახელფასო დიაპაზონის გაზრდა უწევს. თუმცა, ადამიანური რესურსი ისევ მთავარ გამოწვევად რჩება.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დასაქმებულთა დეფიციტის მთავარი მიზეზები განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, ტურიზმის სექტორის 

არასტაბილურობა და დაბალი ანაზღაურებაა. განათლების მომწოდებლებთან სუსტი თანამშრომლობის ერთ-ერთ  მთავარ მიზეზად საგანმანათლებლო პროგრამები სახელდება, რომლებიც არაა თანხვედრაში ბიზნესსექტორის საჭიროებებთან.

თიბისი კაპიტალმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი რეკომენდაციებიც გააზიარა, რომელთა თანახმადაც, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და განათლების სექტორს შორის გასაძლიერებელია

 თანამშრომლობა.

 ამასთანავე, გასაუმჯობესებელია პროფესიული სასწავლებლების იმიჯი, რაშიც სასკოლო ასაკში პროფესიული 

ორიენტაციის 

განვითარება დადებით როლს ითამაშებს.

 

ტურიზმის სექტორის შესახებ თიბისი კაპიტალის განახლებულ კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...