0 5 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო პროდუქტი შექმნა

საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც თხილის, ვაშლისა და ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება სურს.

 

სიახლის ფარგლებში, ჯამში 20 000-დან 500 000 ლარამდე მოცულობის ფინანსური რესურსის ათვისება იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ტრანშებად, მიზნობრიობის დადასტურების შემდეგ მოხდება.

 

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი მხოლოდ მოსავლის მიღების შემდგომ დაიწყებს გადახდას. ეს საგრძნობლად შეუწყობს ხელს ბიზნესის სტაბილურ განვითარებას და საწყის ეტაპთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვას. გარდა ამისა, მეტი კომფორტისთვის, შესაძლებელი იქნება დამატებით 60 თვემდე საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.

 

იმისთვის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეძლოთ, უნდა გქონდეთ აგრო მიმართულების სფეროში (მეხილეობა, მემცენარეობა) 2 წლიანი გამოცდილება ან გყავდეთ კვალიფიციური აგრონომი/კონსულტანტი.

 

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ინდივიდუალური დაფარვის გრაფიკითა და  თანამონაწილეობის კომპონენტით შეძლებენ სარგებლობას.  თანამონაწილეობისას  შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მიწის ნაკვეთი, რომელზეც ინვესტიცია ხორციელდება. ვრცლად პროდუქტისა და თანამონაწილეობის სქემის შესახებ  ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3p4c7xA

 

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს აგროსექტორის მხარდამჭერი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას. ამჯერად მომხმარებელს მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალ პროდუქტს ვთავაზობთ. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მომხმარებელი გადახდას მხოლოდ პირველი მოსავლის მიღების შემდეგ დაიწყებს და ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს 60 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესის საწყის ეტაპზე განვითარებას. ამასთან, მომხმარებელი მისთვის ხელსაყრელი დაფარვის გრაფიკით ისარგებლებს და რაც მთავარია, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ბანკი მას ბიზნესის გასავითარებლად მნიშვნელოვან ცოდნას და ექსპერტების გამოცდილებასაც გაუზიარებს. ჩვენი მიზანია, მეტ ადამიანს შევუწყოთ ხელი საკუთარი აგრო საქმიანობის წამოწყებაში და მის შემდგომ განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...