0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ნორმალიზებასთან ერთად, მცირედით

 იკლო იმპორტის ფასების ზრდამ, ექსპორტის ფასების მატება უცვლელი დარჩა,

 სამშენებლო მასალების ინფლაცია კი კვლავ შემცირდა. აღნიშნული ფასების

 რეკორდულად მაღალი ზრდის დინამიკის ცვლილებაზე მიუთითებს, თუმცა

 საპირისპიროდ, სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის გაძვირების ტემპმა

 მოიმატა. არადა, ეს მაჩვენებელი ხშირად სამომხმარებლო ფასების ცვლილების

 წინმსწრები ინდიკატორია. მთლიანობაში, ინფლაციის შესახებ თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზის მატერიალურად გადასახედად, მხოლოდ ეს

 არგუმენტი მაინც საკმარისი არ უნდა იყოს.

 

სექტემბრის საბანკო დაკრედიტება კვლავ ძლიერი იყო. განსაკუთრებით

 აღსანიშნავია კორპორატიულ სეგმენტში აქტივობის მატება, რაც ეკონომიკის

 მაღალი ზრდის გამო, ძირითადად მარაგების შევსებით იყო განპირობებული.

 მოთხოვნა ასევე ძლიერი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. 

საცალო სესხების მხრივ, სამომხმარებლო სესხების ზრდის ნორმალიზების 

მოლოდინები ჯერჯერობით ნაადრევი აღმოჩნდა და სექტემბერი კვლავ მაღალი

 მაჩვენებლებით გამოირჩეოდა. იპოთეკური დაკრედიტება კი მოლოდინებთან

 შესაბამისი იყო, სადაც წლიურმა მატებამ მცირედით იკლო, თუმცა მხოლოდ

 წინა წლის სექტემბრის მაღალი საბაზო ეფექტის გამო. სესხების სავალუტო 

კომპოზიციის კუთხით, აღსანიშნავია, რომ ლარის წილმა წინა თვეებთან

 შედარებით მცირედით მოიმატა.

 

წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური

 მაჩვენებლები, სადაც პროდუქტთა ჩამონათვალში არსებითი ცვლილებები არ

 შეინიშნებოდა. ამასთან, ქვეყნების მხრივ აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ექსპორტმა

 მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო.

 ასევე, ევროკავშირის წილი იმპორტში პირველ ადგილზე შენარჩუნდა. საყურადღებოა,

 რომ ბოლო წლებში, საერთო აღქმის საპირისპიროდ, იმპორტში თურქეთის წილი

 სტაბილურია, ექსპორტში კი მზარდი.

 

ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ 

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა და ელჩებთან დაკავშირებული

 განცხადების შედეგად, ლირა დამატებით დასუსტდა და აშშ დოლართან მიმართებაში,

 ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს წინა შეფასებას, რომ არ არის აუცილებელი ლირის გაუფასურებას

 ლარის გაუფასურება მოჰყვეს. სამომავლო პროგნოზისათვის, თიბისი კაპიტალი 

დამატებით ორ ილუსტრაციას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ლარი ლირის მიმართ

 მყარდებოდა ლარის ყველა სხვა სავაჭრო

 პარტნიორის საშუალო გაცვლით კურსზე 

უფრო მეტად, როგორც ეს სადღეისოდ ფიქსირდება, თურქეთის წილი იმპორტში 

დაახლოებით ცხრა თვიანი ჩამორჩენით 

იზრდებოდა, თუმცა ამას ჯამურ იმპორტზე მატერიალური ზეგავლენა არ ჰქონია. 

ეს მიუთითებს, რომ თურქული იმპორტი ძირითადად კონკურენციას სხვა იმპორტს 

უწევს და არა ადგილობრივ მწარმოებლებს. არადა, ამ მხრივ ლირის ლართან კავშირი

 მხოლოდ ჯამური იმპორტის დინამიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, თურქეთში

 ექსპორტსა და გაცვლით კურსს შორის, რაიმე კორელაცია არ იკვეთება.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 25 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:

https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_25-10-2021_GEO..pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...