0 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სამაგიდო თამაში Godsland - მოიგებს ის, ვინც შეიმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას

სიახლისკენ სწრაფვა, ენთუზიაზმი და თეორიის პრაქტიკაში განხორციელების ინტერესი არის ის, რამაც GGM გუნდის წევრებს - მიხეილ ჭოლოკავას, გურამ გელხაურს და გივი დოლიძეს - სამაგიდო თამაშების შექმნა და მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანა გადააწყვეტინა. სწორედ ამ ფაქტორებმა მიიქცია თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა სტარტაპერის ყურადღებაც, როდესაც ის კომპანია GGM Board Games-ის და მის მიერ შექმნილი პროდუქტის - Godsland-ის მხარდამჭერი და გულშემატკივარი გახდა.

Godsland  GGM Board Games ჯგუფის მთავარი სამაგიდო თამაშია, რომლითაც ქართველი და უცხოელი მომხმარებელი უკვე დაინტერესდა. სხვა სამაგიდო თამაშებისგან ის მთავარი იდეით - სტრატეგიული ხასიათით განსხვავდება. თუკი სხვა თამაშებში მოგება იღბალზე, ანუ კამათელზეა დამოკიდებული, Godsland-ის მოთამაშეები გამარჯვებისკენ სტრატეგიას, ფიქრს, ზუსტ გათვლებსა და გადაწყვეტილებებს მიჰყავს. მოიგებს ის, ვინც შეუმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას!

ეს კონცეფცია თამაშის შემქმნელებმა ბაზრის წინასწარი კვლევისა და მომხმარებლის გამოკითხვების საფუძველზე შეიმუშავეს. ბაზრის შესწავლის შემდეგ გადაწყდა, ასევე, თამაშის თემატიკაც - მითოლოგია.  ბერძნული, ეგვიპტური, ჩინური და სკანდინავიური მითოლოგიის პერსონაჟების გვერდით მომხმარებელი  ქართველ ამირანსაც ამოიცნობს. სწორედ მის მიერ სხვა ღმერთებისთვის მოპარული ცეცხლის დაბრუნებას ცდილობს თამაშის 4 მონაწილე, ანუ 4 სხვადასხვა მითოლოგიური გმირი.

7 თვინი ინტენსიური მუშაობის, სირთულეების გადალახვის, დატესტვის, დახვეწის შემდეგ, Godsland მზადაა გამოსაშვებად. თუმცა, როგორც ყველა დახვეწილ და დეტალებზე ორიენტირებულ პროექტს,  ამ თამაშის წარმოებასაც საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. ამიტომ  გუნდის წევრებმა თამაში საერთაშორისო პლატფორმა Kickstarter-ზე განათავსეს (https://www.kickstarter.com/projects/ggmboardgames/godsland), რაც მას წარმოებისთვის საჭირო თანხის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს.

რა არის kickstarter-ი?

„ეს არის საერთაშორისო პლატფორმა https://www.kickstarter.com/, რომელზეც შეგიძლია განათავსო შენი პროდუქტის კარგად დამუშავებული, შეფუთული და დატესტილი იდეა, რომელსაც მომხმარებელი, მისი მოწონების შემთხვევაში, წინასწარ ყიდულობს.  ანუ ამ პლატფორმაზე ადამიანები ყიდულობენ ჯერ არ შექმნილ პროდუქტს, რომელსაც შენ მათ დეტალურად აცნობ. ასე აგროვებ ამ პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო თანხას, რომლის მიღების შემდეგაც იწყებ ამ იდეის პროდუქტად რეალიზებას და იმ მომხმარებლებისთვის გაგზავნას, რომლებმაც ეს პროდუქტი წინასწარ იყიდეს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა დამწყები ბიზნესმენებისთვის და განსაკუთრებით, სტარტაპებისთვის“, -  ამბობს კომპანია GGM Board Games-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ ჭოლოკავა.

Godsland-ი კიკსტარტერზე ოქტომბრის დასაწყისში განთავსდა და მას უკვე გამოუჩნდა მომხმარებელი, რომელმაც თამაში მოიწონა და იყიდა. მიხეილ ჭოლოკავას აზრით, მთავარი, რითაც Godsland-მა მომხმარებლის ყურადღება მიიქცია, მისი დაპყრობითი ხასიათი, სტრატეგიაზე გათვლა და მინიატურული ფიგურების სიმრავლეა. თამაშის ზოგად კონცეფციასთან ერთად, სწორედ ამ ფიგურების ხასიათი და დიზაინი განაპირობებს საბოლოოდ თამაშის წარმატებას, თუმცა სწორედ ფიგურების სიმრავლე და დახვეწილობაა ის სირთულეც, რის გამოც ასეთი ტიპის თამაშებიც პროდუქცია საკმაოდ ძვირი ჯდება.

კიკსტარტერზე Godsland-ის წარმოებისთვის განსაზღვრული თანხა 58 000$-ია, რაც ვადის ამოწურვამდე - ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეგროვდეს. შესაბამისად, ეს ეტაპი Godsland-ისთვის და მისი შემქმნელებისთვის გადამწყვეტია. გუნდი იმედს არ კარგავს, რომ მათი ხანგრძლივი შრომა და ენთუზიაზმი დაფასდება და მომხმარებელი თამაშის ფიგურებს რეალურად იხილავს. თუმცა, როგორც მიხეილ ჭოლოკავა ამბობს - „იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროექტი ამ ეტაპზე ვერ დაფინანსდება, ეს არ იქნება ტრაგედია, რადგან მთავარი მაინც სწორი დასკვნების გაკეთება და საკუთარ შეცდომებზე სწავლაა, რაც შემდგომი წარმატებების საფუძველი უნდა გახდეს."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...