0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი მომხმარებელს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს და ამჯერად, აგროსექტორში ბიზნესის დაწყების მსურველებს, შეთავაზებას უკეთებს.  კერძოდ, ბანკი მომხმარებელს  შეღავათიან  აგროკრედიტს  სთავაზობს. რაც იმას ნიშნავს რომ, მათ ვისაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სურს მასზე ლურჯი მოცვის და ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენოს, ბანკი მათ დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.  აღსანიშნავია, რომ სესხი ითვალისწინებს შესაბამისი წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობასაც. სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის.  სესხის მინიმალური მოცულობა - 20,000 ლარს, ხოლო მაქსიმალური კი 500,000 ლარს შეადგენს. მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის კი ბანკი მათ 48 თვემდე საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ  ბმულზე: https://bit.ly/3iuSOey

 

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას,   წავახალისოთ სექტორში უკვე დასაქმებული თუ პოტენციური მეწარმეები. ამას კი ვახორციელებთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებით. ამჯერად მომხმარებელს, რომელსაც სურს ლურჯი მოცვის ან ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენოს და საკუთარი ბიზნესი დაიწყოს, ვთავაზობთ საჭირო ფინანსებზე წვდომას მათზე მორგებული პირობებით. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება დაეხმარება მათ, წამოიწყონ მათთვის საინტერესო საქმე, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...