0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინოვაციურ იპოთეკურ პროდუქტს - გარანტირებულ შენაძენს სთავაზობს

„გარანტირებული შენაძენი“ საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს.  აღსანიშნავია, რომ  პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ბინის იპოთეკით, ასევე საკუთარი ფულით შეძენაზე და ის  ბინის სრულ ღირებულებას მოიცავს.  

 

პროდუქტით სარგებლობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამითაც, რომელსაც საქართველოს ბანკი, დეველოპერული სფეროს მხარდაჭერის, მომხმარებლისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით შეუერთდა. დამატებითი ინფორმაციისთვის და შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN

 

„ბინის შეძენისას არაერთ დეტალზე გვიწევს დაფიქრება - მშენებარე პროექტს მივანიჭოთ უპირატესობა თუ ახალაშენებულს, რომელ დეველოპერულ კომპანიას ვენდოთ და ა.შ. იმისათვის, რომ მომხმარებელს გავუმარტივოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თანაც ისე, რომ მეტი სიმშვიდე იგრძნოს, შევქმენით ახალი პროდუქტი.  ინიციატივის ფარგლებში მომხმარებელი აღნიშნულ სქემაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისგან შეძლებს გარანტირებული შენაძენის გაკეთებას, რაც ზრდის მომხმარებლის დაცულობასა და სანდოობას. მეორეს მხრივ, ეს დეველოპერებისთვის არის ერთგვარი შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და კიდევ უფრო კომფორტული და საიმედო გახადონ მომხმარებლისთვის ბინის შეძენის პროცესი“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

აღნიშნული ინიციატივით ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი,  მხარდაჭერას უცხადებს დეველოპერებს და აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი და შესაბამისად, დეველოპერული სექტორი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პირველი პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკზე მოდის. ამჟამად ბანკი 360-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 430-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...