0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნილი სოციალური საწარმოს პროდუქცია ამაზონზე გაიყიდება

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიზნესის, მათ შორის სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერაა. ბანკი უკვე წლებია აფინანსებს სოციალურ საწარმოებს. „ბაბალეს წინდა" კი ერთ-ერთია იმ სოციალურ საწარმოთა შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. დღეს მისი პროდუქციის შეძენა უკვე amazon.uk-ის საშუალებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან არის შესაძლებელი.

„ბაბალეს წინდა" ქართველი მხატვრების, ეროვნული მემკვიდრეობის და დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების ინსპირაციით შექმნილ წინდებს აწარმოებს. წინდების გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი სრულად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების განმავითარებელი პროგრამების, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას ხმარდება.

პროდუქციის amazon-ზე განთავსება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერითა და კომპანია Beechwood Trading-ის ხელშეწყობით განხორციელდა.

კომპანიას 11 უნიკალური დიზიანის წინდა აქვს, ხოლო amazon-ისთვის დამატებით წინდების 5 ახალი დიზაინი შეიმუშავა, მოამზადა პროდუქტის პერსონალური შეფუთვა, სადაც გამოხატულია წინდის ინსპირაციის რეპროდუქცია და მოკლე ისტორია ავტორის შესახებ.

„ბაბალეს წინდას" მისი უნიკალური სოციალური მისია გამოარჩევს და მოხარული ვართ, რომ ამის გაზიარებას საწარმო უკვე საერთაშორისო დონეზე, amazon-ის მეშვეობით შეძლებს. გვინდა მივულოცოთ მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სოციალური მიზნებით გამორჩეული საწარმოების მხარდაჭერას, იმისათვის, რომ მეტ ადამიანს, სფეროს თუ ადგილს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა",- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ბაბალეს წინდა" 2019 წელს შეიქმნა. საქართველოს ბანკმა სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტის განხორციელება 50 000 ლარით დააფინანსა. საწარმოს მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები გახადოს უფრო რეალიზებული, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრება. ვრცლად, საქართველოს ბანკის სხვა CSR პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/3mxQeXI

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...