0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, 157 500 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 18 თვეა. ემისია სრულად თიბისი ბანკმა შეიძინა.

ეს თიბისი ბანკისთვის 100 მილიონ აშშ დოლარიანი არაუზრუნველყოფილი დაფინანსების მეორე ტრანშს წარმოადგენდა და ხელმისაწვდომი იყო როგორც აშშ დოლარში, ასევე ლარში. აღნიშნული პროექტი EBRD-ის მხარდაჭერის ნაწილია, საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. მიღებული თანხა მოხმარდება მსესხებლების, ძირითადად კი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას, მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად. პროექტი თიბისის ხელს შეუწყობს გააგრძელოს როგორც რეგიონული, ასევე ურბანული ბიზნესების დაფინანსება.

აღნიშნული ტრანზაქციით EBRD აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე, ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან - EBRD-თან, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. პანდემიის პირობებში, მულტივალუტაში დაფინანსების გაცემა, დაფინანსების უზრუნველყოფის გარეშე, ჩვენ შორის არსებული ნდობის დასტურია. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს. მინდა მადლობა ვუთხრა თიბისი კაპიტალის გუნდს ობლიგაციების წარმატებით გამოსაშვებად გაწეული სამუშაოსთვის“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„EBRD კვლავაც რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მხარდამჭერად COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში და აღნიშნული დაფინანსებაც იმ ინიციატივებიდან ერთ-ერთია, რომლებითაც ქვეყანას რთული ვითარების დაძლევაში ვეხმარებით.  თიბისი ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და ის EBRD-ის სახსრებით წარმატებით უჭერს მხარს იმ კომპანიებს, რომლებიც სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, უპრეცედენტო ვითარებაში იმყოფებიან. ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ადგილობრივ ვალუტაში აღმოჩენა, ადგილობრივი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.

EBRD-ის საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, ფინანსური, კორპორატიული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის სექტორების 263 პროექტში, 4.2 მილიარდ ევროზე მეტია. აღნიშნული ინვესტიციის 87% კერძო სექტორზე მოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...