0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლონდონში, თიბისის მხარდაჭერით, საცხობების ქსელი „ანტრე“ გაიხსნა

საცხობების ქსელი „ანტრე", თიბისის მხარდაჭერით, ლონდონშია. ქსელის პირველი კაფე ბრიტანეთში, ნოთინგ ჰილ გეითის #138 -ში გაიხსნა.

„ანტრე ლონდონი" ქსელის საეთაშორისო გაფართოების ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქში გრძელდება. „ანტრეს" ჯგუფმა ლონდონის პროექტის განვითარებაში 1.3 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ბრიტანულ ბაზარზე "ანტრეში" ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი და აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოზე კეთდება.

„ანტრე ლონდონი „Tbilisi Bakery"-ს სახელით წარვადგინეთ და ლოგოტიპში უნიკალური ქართული დამწერლობა გამოვაჩინეთ. ჩვენ გვჯერა ქართული სამზარეულოსა და მისი შესაძლებლობების, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. „ანტრე ლონდონში" ქართული კულინარიული ნაწარმია წარმოდგენილი. ძირითადი ასორტიმენტი მზა მდგომარეობაში, დახლიდან იყიდება, რაც მომხმარებლის დროს მნიშვნელოვნად ზოგავს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დღევანდელ დინამიურ სამყაროში, დრო და სიახლე ყველაზე დიდი ფუფუნებაა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მომავალი სწორედ „ანტრეს" მსგავს კონცეფციებშია", - ნუცა ფიჩხაია, „ანტრე ლონდონის" რეგიონული მენეჯერი.

„ანტრესთან 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საცხობის ქსელი ჯერ - აზერბაიჯანის, ახლა კი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გავიდა წარმატებით. HORECA სექტორი თიბისისთვის ყოველთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო, თუმცა გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, მაშინ, როდესაც კრიზისი ყველაზე მეტად ამ სექტორს შეეხო, ჩვენ განსაკუთრებით გავაძლიერეთ მხარადჭერა ამ სფეროს მიმართ და ამ მიმართულებით, არც ერთი მიმდინარე თუ ახალი პროექტის დაფინანსება არ შეგვიწყვეტია. სწორედ ამ წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითია პანდემიის პერიოდში „ანტრეს" გამოჩენა ისეთ კონკურენტულ და დიდ ბაზარზე, როგორიც ლონდონია. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს. ჩვენთვის საამაყოა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ბრენდის რეალიზებაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო მომხმარებელს ქართულ პროდუქტსა და ღირებულებებს გააცნობს", - ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორატიული ბიზნესის უფროსი.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...