0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Gastronome-მა სამი ახალი ფილიალი და რესტორანი გახსნა

დელიკატესების მაღაზიათა ქსელი Gastronome-ი 3 ახალი ფილიალითა და სარესტორნო ქსელით გაფართოვდა. Gastronome-მა, საქართველოში პირველად, მომხმარებელს უნიკალური კონცეფცია - ერთ სივრცეში განთავსებული მაღაზია და რესტორანი შესთავაზა. Shop&Dine-ის კონცეფციის Bistro by Gastronome ბელიაშვილის ქუჩაზე ერთი წელია რაც გაიხსნა და დღეს უკვე Gastronome-ის ქსელის წარმატებული პროექტია.  სულ ცოტა ხნის წინ კი ვაჟა-ფშაველას გამზირის #22-ში Gastronome-ის ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი Argentinian Steakhouse-ი გაიხსნა. სტეიკჰაუსის  მენიუში წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის იაპონური ვაგიუს და ამერიკული შავი ანგუსის სტეიკი და ბურგერი.  

 „საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ძალიან მოკლე დროში გავხსენით Argentinian Steakhouse-ი და გვაქვს ამბიცია, მომხმარებელს  შევთავაზოთ საუკეთესო სტეიკი და ბურგერი, ისეთი ხარისხის, როგორიც მსოფლიოს დიდი დედაქალაქების საუკეთესო სტეიკჰაუსებში დაუგემოვნებიათ. ბანკთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ქსელი 2021 წელს მაღაზიების სამი ახალი ფილიალითაც გაფართოვდა და ჭავჭავაძის, სოლოლაკისა და ბელიაშვილის ფილიალების გარდა, პრემიუმ კლასის პროდუქტების შეძენა მომხმარებლებს უკვე ვაჟა-ფშაველას ახალ ფილიალში, ხოლო ძალიან მალე ლისისა და აბაშიძის მაღაზიებშიც შეეძლებათ“ - აცხადებს  Gastronome-ის დამფუძნებელი გიორგი თენაძე.

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ვცდილობთ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად გამართული პროექტები და შედეგიც სახეზეა. დელიკატესების მაღაზიათა ქსელს Gastronome უკვე სამი ახალი ფილიალი შეემატა. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება წავახალისოთ ბიზნესი, დავუდგეთ მათ გვერდით, როგორც სანდო პარტნიორი, რათა ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტები,“- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ.

ინფორმაციისთვის, Gastronome-ის პირველი ფილიალი 2019 წელს გაიხსნა. დღეისათვის თბილისის სხვადასხვა უბანში ქსელი უკვე ოთხი მაღაზიით არის წარმოდგენილი, სადაც  მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრემიუმ კლასის  დელიკატესები იყიდება. Gastronome-ში ზღვის და ხორცის პროდუქტების, ყველისა და ძეხვეულის, შოკოლადის, ყავის, სასმელის მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...