0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA),  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ NBA-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2021 წლის სეზონში მონაწილეობს 77 გუნდი და  1300-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი.  პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

პაატა გურასპაული - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლობა და იმედია, სხვა კომპანიებიც დაუჭერენ მხარს კალათბურთს და ზოგადად, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას. ჯუნიორ NBA-ს ლიგა მასობრივი სპორტის განვითარებაზე და მომავალი თაობის სპორტში აქტიურად ჩართვაზე ორიენტირებული პროექტია.  მადლობა თიბისის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ ჩვენი დაწყებული ურთიერთობა  კიდევ უფრო მჭიდროდ და აქტიურად გაგრძელდება.“

ჯუნიორ NBA-ს ლიგის გულშემატკივარი და მეგობარია თიბისი. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე  ნიკოლოზ ქურდიანი: „თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კალათბურთის ფედერაციასთან მეგობრობით საშუალება გვეძლევა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალ თაობაში სპორტის, გუნდურობის და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაციაში.“

ჯუნიორ NBA-ს ლიგა NBA-ს ანალოგიური პრინციპით ტარდება.  ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და  მთლიანად, დასკვნით ეტაპზე, „ა“ და „ბ“ ლიგების მონაწილე 900 კალათბურთელს NBA-ს სათამაშო ფორმები და ბურთები გადაეცემა.  „ა“ ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და   ბათუმში ჩატარდება,  „ბ“ ლიგის თამაშებს კი მთლიანად  დედაქალაქი უმასპინძლებს.

საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბავშვთა საკალათბურთო პროექტი - ჯუნიორ NBA, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კალათბურთის პოპულარიზაციას და  პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას.  ჯუნიორ NBA-ს ლიგა მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს  გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გაიზიარონ კალათბურთის თამაშის სიხარული.

 2021 წლის სეზონის ჯუნიორ NBA-ს კენჭისყრა  20 ივნისს, 12:00 საათიდან, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე,  სპეციალურად გაშლილ საკალათბურთო მოედანზე გაიმართა, სადაც ჯუნიორ NBA-ში მონაწილე გუნდებს NBA-ს კლუბების სახელები მიენიჭათ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჯუნიორ NBA-ს გუნდების მონაწილეობით, 3x3-ზე საკალათბურთო ფესტივალი ჩატარდა.

ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, ვეტერანი კალათბურთელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...